კარასინი: აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა ევროკავშრის ვიზები უნდა მიიღონ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დადებითად აფასებს. თუმცა აღნიშნავს, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმაც ევროკავშირის ვიზები უპრობლემოდ უნდა მიიღონ.
„დიდი იმედია იმის, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდება საფუძველი, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს მოგზაურობა გაუადვილდეთ. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემაა გართულებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები,“ – განაცხადა კარასინმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრაღაში, საქართველოს მთავრობის სპეციალურ წრმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ.
ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, რუსეთთან შესაძლო უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ამაზე საუბარი რუსეთის მხარის პრეროგატივაა. „თუ რუსეთს ექნება სურვილი,რომ კიდევ გაამარტივოს სავიზო რეჟიმი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, ხოლო თუ საერთოდ მოხსნიან, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – განაცხადას აბაშიძემ.
გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის წიააღმდეგი არ არის. თუმცა, ადრინდელი განცხადებების მსგავსად, ეს საკითხი ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას დაუკავშირა. „საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს უვიზო რეჟიმთან, [მაგრამ] საქმე ის გახლავთ, რომ დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა. საჭიროა მშვიდად განვიხილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
- 2001 წელს რუსეთმა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო. სავიზო რეჟიმი არ შეეხო აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთის (და მცირე ხნით 2004 წელს – აჭარის) მაცხოვრებლებს. სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველომაც აამოქმედა.
- 2002 წლიდან რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) მცხოვრებთათვის რუსულინ პასპორტესი დაროგებ დაიწყო. დღეისთვის ორივე რეგინში მცოვრებთა 90 პროცწენტზე მეტი რუსეთის მოქალაქეა.
- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
- 2010 წლის ოქტომბერში საქართველომ 90–დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისთვის, ხოლო რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს ვიზების აღება საქართველოში შემოსვლისას შეეძლოთ.
- 2012 წლის 29 თებერვალს საქართველომ ქვეყანაში ჩამომსვლელი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
- 2015 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა— გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა.
- გასული წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.