მალხაზ მაჩალიკაშვილს "ტერორისტული აქტის დაგეგმვაში" დასდეს ბრალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკავშილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, ტერორისტული აქტი ჰქონდა დაგეგმილი. მისი მსხვერპლი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი უნდა გამხდარიყო.
როგორც უწყებაში განაცხადეს, “ტერორისტული აქტის ჩადენა” დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, გოგაშვილის მამის საფლავზე, გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს იგეგმებოდა.
ამის დამადასტურებლად სუს-მა ფარული აუდიოჩანაწერი წარადგინა, რომელზეც, უწყების ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილს ქისტურ ენაზე ესაუბრება და გოგაშვილის გადაადგილებებზე მეთვალყურეობის დაწესებას და მისი მამის საფლავის ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენას ავალებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ბოლო პერიოდში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავდა, მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით.
ჯემნიუსის რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან, რომელშიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიაა მოთხრობილი