მთიანი ყარაბაღის არმიის ყოფილი სარდალი სამველ ბაბაიანი ამჟამად ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.
მანამდე სამველ ბაბაიანს წარდგენილი ჰქონდა იარაღის უკანონო გადატანის ბრალდება , რომელიც მას უკვე მოეხსნა.
სამველ ბაბაიანი 22 მარტს დააკავეს ყარაბაღში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „Игла“-ს შეტანისთვის. სამველ ბაბაიანს ბრალად ედებოდა 235-ე მუხლის (ადამიანების ჯგუფის წინასწარი შეთანხმებით,იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენა, გაყიდვა, შენახვა, გადატანა და ტარება) დარღვევა.
სამველ ბაბაიანი მისთვის წარდგენილ არც წინა და არც ახლანდელ ბრალდებას არ აღიარებს. საქმეზე წინასწარი გამოძიება დასრულებულია. დაცვამ საქმის მასალების გასაცნობად სამძებრო ორგანოებისგან 15 სამუშაო დღის ვადა ითხოვა.
ბაბაიანის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რაც სომხეთის პოლიტიკურ პროცესებში მის მონაწილეობას უკავშირდება. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 2017 წლის 2 აპრილს ჩატარდა, ბაბაიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ბლოკ „ოგანიან-რაფი-ოსკანიანს“, რომელიც სამმა ყოფილმა სომეხმა მინისტრმა შექმნა, და ის კენჭისყრამდე ორი დღით ადრე დააკავეს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს