მესამე დღე მეტროს გარეშე. ფოტორეპორტაჟი
3 ივნისს თბილისის მეტროს მემანქანეებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს. მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა ხელფასების მომატება.
უკვე სამი დღეა თბილისში ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროში ჩასულ მგზავრებს შესასვლელთან დახვდათ წარწერა – „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“
მეტროს გაჩერების გამო თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების გაჩერებებთან რიგები დგას, თუმცა გადატვირთულობის გამო, ტრანსპორტი ზოგ გაჩერებაზე არ აჩერებს. მერიის გადაწყვეტილებით, ავტობუსებით მგზავრობა უფასოა.
ამ თემაზე ხუმრობებით სავსეა ფეისბუკი:
“2 კაცი კალთაში უზის მძღოლს და ყვირის მესამეს ვერ ჩავისვამ თიაქარი მაქვსო”
“მგონი ფეხმძიმედ ვარ” – წერს მგზავრი, რომელიც ეს-ეს არის ავტობუსიდან ჩამოვიდა.
ბავშვებს გაკვეთილებზე დაგვიანების ლეგიტიმური მიზეზი მიეცათ.
მორიგი ხუმრობა: “გლდანში ავტობუსის გაჩერებებზე იმდენი ხალხი დგას, წამიწამზე ოპოზიციის გამოჩენას ელოდებიან”
ავტობუსებში ხალხი მეტროს შესახებ ამბებს კითხულობს: