კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.
მას ტესტი ორჯერ ჩაუტარდა. ლაბორატორიულმა კვლევამ ორივე შემთხვევაში დაადასტურა, რომ მის ორგანიზმში ვირუსი აღარ არის.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.
16 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.
• 18 მარტიდან საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება
• დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება ჩერდება
• კორონავირუსი რუსეთში: 59 ინფიცირებული, მაგრამ საეჭვოდ გაზრდილი პნევმონიის რაოდენობა
• 14 მარტიდან საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმოსვლას წყვეტს
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან