და იმედს იძლევიან, რომ უახლოეს წლებში კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესოთა შორის იქნებიან " />

25 წლის განმავლობაში 100 მილიონი ბავშვი გადაურჩა მალარიისა და დიზინტერიისგან სიკვდილს

და იმედს იძლევიან, რომ უახლოეს წლებში კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესოთა შორის იქნებიან

კეთროვანი პაციენტები ექიმთან თავიანთ რიგს ელოდებიან. ფოტო: MoniqueJaques, TheNewYorkTimes

თუ გამუდმებით მხოლოდ სირიის, ჩრდილოეთი კორეის ან იმ უჩვეულო სამყაროს ახალ ამბებს ადევნებთ თვალ-ყურს, რომელიც პრეზიდენტებს ტრამპსა და პუტინს გარს აკრავთ, ადრე თუ გვიან სახელმწიფოს ხარჯზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სახლისო თავგადასავალი გელოდებათ.

და ეს რომ არ მოხდეს, ზოგჯერ ისეთ ამბებსაც უნდა გაეცნოთ, რომლებიც გაზეთებისა და ტელეარხების ტოპ სიახლეებს შორის იშვიათად ხვდება. რამდენიმე ამგვარი სიახლის შთამაგონებელი მიმოხილვა გაზეთმა New York Times-მა მოამზადა.

1

ამის შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის: კაცობრიობამ ამბიციური მიზანი დაისახა – 2020 წელს პლანეტაზე არ უნდა გაჩნდეს კეთრით დაავადებული არც ერთი ბავშვი. ეს საშინელი დაავადება ადამიანებს ჯერ კიდევ ბიბლიური ეპოქიდან აფრთხობდა. კეთროვნები მათთვის საგანგებოდ გამოყოფილ გეტოებში ნელი ლპობით სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები.

ასე იყო. მაგრამ ეს აღარ მოხდება.

1985 წლიდან დედამიწაზე კეთრით დაავადების შემთხვევათა რიცხვი 97 პროცენტით შემცირდა. ახალი წამლების წყალობით, ეს დაავადება სრულიად იკურნება. მალე ის იმავე გზას უნდა დაადგეს, რა გზასაც მანამდე დაადგა, მაგალითად, დაავადება „ყვავილი“ – სამუდამო დავიწყებას მიეცეს.

2

მხოლოდ 1990 წლიდან დაწყებული, სიკვდილს გადაურჩა 100 მილიონი ბავშვი, რომლებიც მალარიის, დიზინტერიისა და ნაწლავის ჭიებისგან სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები.

და ეს სრულიად არ არის მხოლოდ ფარმაცევტების და მედიკოსების დამსახურება. ამ დაავადებების დამარცხება, რომლებიც სულ ახლახან ათობით მილიონ სიცოცხლეს იწირავდა – სიღარიბესთან, შიმშილთან, ანტისანიტარიასთან გლობალური ბრძოლის შედეგია; ნელი, მაგრამ მაინც წარმატებული ბრძოლის, როგორადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის.

3

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანების 90 პროცენტი სიღატაკეში ცხოვრობდა. ახლა კი ეს ციფრი 10 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

4

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყოველდღიურად:

– მსოფლიოში 250, 000 ადამიანი თავს აღწევს სიღატაკეს (იწყებენ ცხოვრებას დღეში $2-ზე მეტით);

– 285, 000-ისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი ელექტრობა;

– 300,000 -სთვის – სუფთა წყალი;

– დედამიწის მოსახლეობის 85 პროცენტი – განათლებულია;

– XX საუკუნესთან შედარებით, მკვეთრად იკლო საომარი მოქმედებების მსხვერპლთა რიცხვმა.


ასევე წაიკითხეთ