აქციის ოთხი მონაწილე სამ კვირას ციხეში გაატარებს" />

მოშიმშილე აზერბაიჯანელი ბლოგერის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები დააპატიმრეს

აქციის ოთხი მონაწილე სამ კვირას ციხეში გაატარებს

ბლოგერ მეჰმან გუსეინოვის მხარდამჭერი აქციის ოთხ მონაწილეს, არასანქცირებული შეკრების ბრალდებით, 21-დან 22 დღე-ღამემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. მათ შორის ორი ჟურნალისტი და პარტია “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” წევრია.

კიდევ ოთხი მონაწილე 300-დან 400 მანათამდე (დაახლოებით 177 და 236 დოლარი) ოდენობის თანხით დააჯარიმეს.

აქცია პროვოცირებული იყო იმით, რომ ციხეში მყოფი მეჰმან გუსეინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა. ამის საპასუხოდ მეჰმანმა შიმშილობა გამოაცხადა. ასეთმა სიტუაციამ მისი კოლეგები და ოპოზიციური აქტივისტები აღაშფოთა.

• ახალი ბრალდება მეჰმან გუსეინოვის წინააღმდეგ

აქცია

3 იანვარს რამდენიმე ათეული ჟურნალისტი და აქტივისტი ბაქოს გარეუბანში, მეტროს სადგურ „ნეფტჩილიარის“ გვერდით შეიკრიბა. ისინი სკანდირებდნენ: „თავისუფლება მეჰმანს!“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“.

ხუთ წუთში პოლიციამ აქცია შეაჩერა და 15 ადამიანი დააკავა.

პოლიციაში შვიდი ქალბატონი გაუშვეს, დანარჩენები კი ნიზამინის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. იქ კიდევ სამი ქალბატონი გაუშვეს, ხუთი მამაკაცი კი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პატიმრობაში დატოვეს.

4 იანვარს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი: ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა 22 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიიღო, ჟურნალისტებმა ნურლან გაჰრამანოვმა და პარტია აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის წევრებმა ელმჰან აგაევმა და საჰავათ ნაბიევმა კი – 21-21 დღე-ღამით პატიმრობა.

• აფგან სადიგოვის წინა დაპატიმრება

• წითელი ხაზი – სად გადის ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის

შიმშილობა

მეჰმან გუსეინოვი – აზერბაიჯანელი ვიდეო-ბლოგერი, ჩინოვნიკების ცნობილი კრიტიკოსი.

2017 წლის დასაწყისში ის პოლიციამ დააკავა. გათავისუფლების შემდეგ გუსეინოვი წამების გამო ჩიოდა, და შედეგად ცილისწამების ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა მიიღო.

ვიდრე მეჰმანი სასჯელს იხდიდა, ადგილობრივი ჟურნალისტები, ოპოზიციური აქტივისტები და უფლებადამცველები დროდადრო მის დასაცავად გამოდიოდნენ, და ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიაჩნდათ.

2018 წლის 26 დეკემბერს, როდესაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე რჩებოდა, გუსეინოვი კოლონიის თანამშრომლის ცემაში დაადანაშაულეს. ახლა მის წინააღმდეგ აღძრულია ახალი სისხლის სამართლის საქმე. პასუხად ბლოგერმა შიმშილობა გამოაცხადა.

„კავკაზსკი უზელი“» წერს, რომ 30 დეკემბერს მისი მდგომარეობა გაუარესდა , და თავისი ძმის დაჟინებული თხოვნით ის წყლის დალევას დათანხმდა. ამ ყველაფრის შესახებ მეჰმანის ახლობლები იუწყებიან.

პენიტენციური სამსახურის საზოგადოებრივი კავშირების ხელმძღვანელი მეჰმან სადიგოვი ირწმუნება, რომ მეჰმანი არ შიმშილობს და , ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მას არ აქვს.

მეჰმანის მამა საგამოძიებო იზოლატორში მასთან შეხვედრას შეეცადა, მაგრამ უარი მიიღო. ის, თუ რა სჭირს მას, ზუსტად არც ადვოკატებმა იციან.

სხვა ორგანიზაციებთან ერთად მეჰმან ჰუსეინოვის დასაცავად გამოდის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.


ასევე წაიკითხეთ