პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ უშიშროების საბჭოს მდივანი და მმართველი პარტიის ლიდერია, რაც ნაზარბაევს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა " />

ყაზახეთი: პრეზიდენტი ნაზარბაევი გადადგა, მაგრამ სრულ კონტროლს ინარჩუნებს

პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ უშიშროების საბჭოს მდივანი და მმართველი პარტიის ლიდერია, რაც ნაზარბაევს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

ნაზარბაევი ყაზახეთის საბჭოთა რესპუბლიკასა და დამოუკიდებელ ყაზახეთს ზუსტად 30 წელი ხელმძღვანელობდა. ნაზარბაევი ინარჩუნებს უშიშროების საბჭოს მდივნისა და მმართველი პარტიის ლიდერის პოსტს – ექსპერტების თქმით, ეს ქვეყანაზე უფრო მეტ კონტროლს ნიშნავს, ვიდრე მას ამ დრომდე ჰქონდა.

არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს.

ვეტერანი

ნურსულთან ნაზარბაევი – ყველაზე ასაკოვანი საბჭოთა ხელმძღვანელი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში,

ის ყაზახეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1987 წლის დეკემბერში, მას შემდეგ გახდა, რაც ალმა-ატაში მღელვარება მოჰყვა ამ თანამდებობაზე რუსეთიდან ადამიანის დანიშვნას.

1992 წელს ნაზარბაევმა დამოუკიდებელი ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ცნობილია იმით, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ინტეგრაციის მომხრედ გამოდიოდა.

2000-იან წლებში ნაზარბაევმა შეძლო გაქცეოდა დასავლეთის ქვეყნებისგან მკაცრი სანქციების დაკისრებასა და იზოლაციას, მიუხედავად კორუფციაში დადანაშაულებისა.

მემკვიდრეები

ვის შეუძლია შეცვალოს ნურსულთან ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტზე. ყველაზე ხშირად ორ კანდიდატს ასახელებენ.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი, რომელიც არჩევნებამდე ქვეყნის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს. საბჭოთა სკოლის დიპლომატი, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურსა და ჩინურ ენებს და ბრწყინვალე საერთაშორისო კარიერა გაიკეთა – 4 წლის განმავლობაში ტოკაევი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.

სამატ აბიში ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და მოქმედი პრეზიდენტის ძმისშვილი. 40 წლის აბიში – ნაზარბაევის გარდაცვლილი ძმის შვილია. დამთავრებული აქვს ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აკადემიები.

ამგვარად, ნაზარბაევს ნათესავსა და ძველ თანამებრძოლს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

მიდის, მაგრამ რჩება

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მემკვიდრის კანდიდატურას სწორედ ნაზარბაევი შეარჩევს. ის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, მაგრამ რჩება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად და მმართველი პარტია „ნურ ოტანის“ ლიდერად. ეს ორი პოზიცია უზრუნველყოფს მის სრულ კონტროლს ყაზახეთის პოლიტიკაზე.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა იმ გადაწყვეტილების განხორციელებისთანავე, რომელსაც ის პრინციპულს უწოდებდა – ქვეყნის ლათინურ ანბანზე გადაყვანის შემდეგ.

ეს, მისი თქმით, უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ყაზახეთის დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის გზაზე.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ