„პირველ რიგში, დაზარალდებიან მგზავრები, რომელთა უმრავლესობა უკრაინელია“, - მიაჩნიათ უკრაინელ ექსპერტებს" />

უკრაინასა და რუსეთს შორის “საავიაციო ომი” გრძელდება

„პირველ რიგში, დაზარალდებიან მგზავრები, რომელთა უმრავლესობა უკრაინელია“, - მიაჩნიათ უკრაინელ ექსპერტებს

კიევის რკინიგზის სადგური მოსკოვში. ივნისი 2018. ფოტო: REUTERS/ გლებ გარანიჩი

უკრაინული ტელეარხის „ჰრომადსკოეს“ პუბლიკციების მიხედვით 

რუსეთსა და უკრაინას შორის სატრანსპორტო კავშირებში მოსალოდნელი, ახალი მასშტაბური შეზღუდვების შესახებ უკრაინელ გამომცემელ, ალექსანდრ კრასოვიცკისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ, ვლადიმირ ომელიანს შორის Facebook-ზე გამართული მიმოწერის შემდეგ გახდა ცნობილი.

  „სახელების შეცვლის თაობაზე. მოსკოვის „კიევის სადგურს“ თავიდან „ბრიანსკის“ ერქვა, როდესაც ხაზი ჯერ კიევამდე არ იყო მისული. ვლადიმირ ომელიანის ძალისხმევით, მალე მას ისტორიული სახელი დაუბრუნდება“, – დაწერა თავიდან კრასოვიცკიმ.

ომელიანმა პოსტის კომენტარებში უპასუხა:

„ვმუშაობთ. მოსკოვში მხოლოდ დათვები ივლიან“.

მინისტრს წვრილმანები არ დაუსახელებია – თქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ. უკრაინის მედია წერს, რომ საუბარია როგორც სარკინიგზო, ისე საავტობუსო კავშირზე.

უკრაინამ და რუსეთმა ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში გაწყვიტეს პირდაპირი ავიაკავშირი. უკრაინა შეზღუდვის მოხსნის წინაპირობად ყირიმში რუსული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტას ასახელებდა. რუსეთმა საპასუხოდ უკრაინულ ხომალდებს რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობა აუკრძალა.  

ახლა უკრაინიდან რუსეთში, და უკან, თვითმფრინავით ჩასვლა მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტით არის შესაძლებელი. მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის მატარებლებისა და ავტობუსების საშუალებით პირდაპირი კავშირი აქამდე შენარჩუნებულია.

კიევი „სატრანსპორტო ომის“ გამძაფრებას აზოვისა და შავ ზღვებში რუსეთის ქმედებებით ხსნის – რუსეთის საბაჟო სამსახურმა აქტიურად დაიწყო უკრაინული პორტებისკენ მიმავალი გემებისთვის გზის გადაკვეთა, და უკრაინული პორტები ზარალს განიცდიან. როგორც უკრაინის მედია იუწყება, მხოლოდ ბოლო თავეების განმავლობაში რუსეთმა  აზოვის ზღვაში ათობით სამხედრო კატერი გადაისროლა.

„ჰრომადსკოე“ რამდენიმე ასეთ ისტორიას ჰყვება და მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ვარაუდს გამოთქვამს.

როგორ მიემეგზავრებიან უკრაინიდან რუსეთში

ლექსანდრე (გვთხოვა მისი გვარი არ გვეხსენებინა) მოსკოვიდან უკრაინაში თვეში ორ-სამჯერ ჩადის. ის მოსკოვში 2016 წელს, დაქორწინების შემდეგ გადავიდა. უკრაინაში ნათესავებთან და მეგობრებთან ხშირად ჩადის.

„მეუღლე და მეგობრები ქვეყნებს შორის მომხდარს მიკერძოების გარეშე აღიქვამენ, – ჰყვება ალესანდრე რუსეთში გადასვლის შესახებ, – თანაც იმ მომენტში სიტუაცია ისე აეწყო, რომ სამსახური მოსკოვში გადასვლის საშუალებას მაძლევდა. თუმცა მთელი ცხოვრება მოსკოვში დარჩენას არ ვაპირებთ“.

უკრაინაში გასამგზავრებლად ალექსანდრე ტრანსპორტის ყველა სახეობას იყენებს, მაგრამ ყველაზე ხშირად კიევი-მოსკოვის მატარებლის ბილეთებს ყიდულობს, გზას დაახლოებით 14 საათი სჭირდება. პლაცკარტი ვაგონის ბილეთის აღება ერთ-ორი კვირით ადრე უწევს – ბილეთები საკმაოდ სწრაფად იყიდება. პლაცკარტით, ძირითადად, ის ადამიანები სარგებლობენ, ვინც რუსეთში ფულის საშოვნელად მიემეგზავრება.

გეორგი ჩიჟოვი, უკვე 10 წელიწადია,უკრაინაში ცხოვრობს და რუსეთში საკმაოდ ხშირად ჩადის. ასეთ მოგზაურობაზე მას არც 2014 წლის შემდეგ უთქვამს უარი. სამოგზაუროდ ან თვითმფრინავს ირჩევს, ან მატარებელს – იმის მიხედვით, მისთვის რომელი უფრო მოსახერხებელია.

ისიც ამბობს, რომ კიევი-მოსკოვის და ლვოვი-მოსკოვის ბილეთები სწრაფად იყიდება, ამიტომ წინასწარ უნდა იყიდო.

არსებობს ასევე მატარებლები, რომლებიც მოლდოვასა და აზერბაიჯანში მიემგზავრებიან და გზად კიევსაც გაივლიან და მოსკოვსაც.

საავტობუსო კავშირი უფრო მრავალფეროვანია – უკრაინიდან ავტობუსის რეისი რუსეთის თითქმის ყველა ქალაქის მიმართულებით არსებობს, ყველაზე შორეული  – ვლადივოსტოკისა და ეკატერინბურგის გარდა.

რა მოხდება აკრძალვის შემთხვევაში?

ის კომპანიები, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში მგზავრების სარკინიგზო და საავტობუსო გადაყვანით არიან დაკავებულები, ახალი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით მინისტრის დანაპირებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც საზოგადოებრივი ორგანიაზცია „უკრაინის სატრანსპორტო კავშირის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ ბალინმა განმარტა, ყველა ელოდება ახალ დოკუმენტს, რომელიც სიტუაციას ნათელს მოჰფენს.

თავად ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვლადიმირ ომელიანი დარწმუნებულია, რომ ამ აკრძალვის შედეგად უკრაინელი გადამყვანები არ დაზარალდებიან.

მისი თქმით, ის მატარებლები, რომლებიც რუსეთისკენ მიემგზავრებოდნენ, შეიძლება, მგზავრების უკრაინის ტერიტორიასა და ევროპის მიმართულებით გადაყვანით დაკავდნენ.

მათ მგზავრების ევროკავშირში გადაყვანით ისეთივე და უფრო მაღალი შემოსავალიც ექნებათ, – ამბობს მინისტრი.

თუმცა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ კავა მას არ ეთანხმება.

ის მატარებლები, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებიან, ევროპაში ვერ ივლიან – ლიანდაგებს შორის განსხვავების გამო , — განუმარტა კავამ „ჰრომადსკოეს“.

ექსპერტების აზრით, რუსეთთან კავშირის სრული აკრძალვა რამდენიმე შედეგს გამოიღებს.

პირველ რიგში – გაიზრდება არალეგალური გადამყვანების რიცხვი.

ექსპერტი ვლადიმირ ბალინის პროგნოზით, უკრაინასა და რუსეთს შორის  მიკროავტობუსების გაცილებით მეტი არალეგალური რეისი გაჩნდება.

ალექსანდრ კავას ასევე მიაჩნია, რომ გადამყვანები ფარულად იმოქმედებენ, მაგრამ რუსეთში მგზავრობაზე უარს არ იტყვიან – რადგან ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს.

რაც შეეხება სარკინიგზო კავშირს, კავას აზრით, შესაძლებელი ორი ვარიანტი.

თუკი კავშირი  აზერბაიჯანული და მოლდოვური სატრანზიტო მატარებლების საშუალებით შენარჩუნდება, მოგებას  სწორედ ეს ქვეყნები ნახავენ.

მოლდოვა განსაკუთრებულად მოგებული დარჩება – „მოლდოვას სარკინიგზო ხაზები“ უბრალოდ დამატებით ვაგონებს აამოქმედებენ და საკუთარ შემოსავალს გაზრდიან. ხოლო თუკი უკრაინა ამ მატარებლებსაც აკრძალავს, კავას თქმით, შესაძლოა, ამას მოლდოვასთან ურთერთობის გაუარესება მოჰყვეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში, დაზარალდებიან მგზავრები, რომელთა უმრავლესობა – უკარინელია.

ალექსანდრე მოსკოვიდან ამბობს, რომ კავშირის აკრძალვა ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს  ვერც მის გამგზავრებებზე, და ვერც მათ სიხშირეზე.

„ჩემთვის უკრაინაში გამგზავრება ალბათ უფრო ნაკლებად კომფორტული გახდება. მაგრამ ადამიანები როგორც მიემგზავრებოდნენ, ისევ ისე ივლიან“, ამბობს ის.

ამავე თემაზე

"24 წელია მიწის ქვეშ ვმუშაობ" - მეტროს გაფიცული თანამშრომლები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან

"ყველაფერი იგივე დარჩა, ფასების გარდა" - რა ხდება ყირიმში?

გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?

გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?

მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი

მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი

როდესაც პრაღაში საბჭოთა ტანკები შევიდნენ — 50 წელიწადი ჩეხეთში დემოკრატიული მოძრაობის ჩახშობიდან

როდესაც პრაღაში საბჭოთა ტანკები შევიდნენ — 50 წელიწადი ჩეხეთში დემოკრატიული მოძრაობის ჩახშობიდან

ტურისტები თუ დივერსანტები? რა არის ცნობილი საქართველოში დაკავებულ უკრაინელებზე

ტურისტები თუ დივერსანტები? რა არის ცნობილი საქართველოში დაკავებულ უკრაინელებზე

უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ

უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: რუსეთი ცდილობს, ყირიმი სამხედრო ბაზად აქციოს

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: რუსეთი ცდილობს, ყირიმი სამხედრო ბაზად აქციოს


ასევე წაიკითხეთ