ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სომხეთის არმიამ უახლოეს ხუთ წელიწადში იერი უნდა იცვალოს" />

სომხეთი ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სომხეთის არმიამ უახლოეს ხუთ წელიწადში იერი უნდა იცვალოს

სომხეთის ხელისუფლება უახლოეს 5 წელიწადში ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

რის ხარჯზე?

ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ჯარის განვითარებისთვის დამატებითი ხარჯების მიღება ეკონომიკის სტრუქტურის შეცლის წყალობით არის შესაძლებელი:

 „ჩვენი მიზანია – სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზება. ამ საკითხის გადაწყვეტას იმას ვუკავშირებ, რომ სომხეთი ტექნოლოგიურ და საინჟინრო ქვეყნად უნდა გადაიქცეს“.

დამატებითი სახსრები, კერძოდ, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას უნდა მოხმარდეს.

სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი მეოთხედით გაიზარდა

სომხეთის პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

სომხეთის ახლანდელი სამხედრო ბიუჯეტი

სომხეთის მთავრობამ 2019 წელს თავდაცვისთვის დაახლოებით 647 მილიონი დოლარი გამოყო. ეს წლევანდელზე მეოთხედით მეტია. აღსანიშნავია, რომ თავდაცვითი ბიუჯეტი, უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია, მნიშვნელოვნად იზრდება. 2018 წელს ის 518 მილიონ დოლარს შეადგენდა – 17 პროცენტით მეტს, ვიდრე 2017 წელს.

რას უკავშირდება ეს?

სამხედრო ბიუჯეტის მატება ნაწილობრივ სომხეთის ეკონომიკის ზრდით არის განპირობებული. 2018 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,5 პროცენტით გაიზარდა, წელს კი ხუთპროცენტიანი ზრდა იგეგმება. თანაც „თავდაცვას“ 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4,5 პროცენტი მოხმარდება. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად აშშ-ში, სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს არ აჭარბებს.

სამხედრო ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამალებულ შეიარაღებას უკავშირდება. ორი ქვეყნის ჯარების გამყოფ ზოლზე სტაბილურად არცთუ მშვიდი სიტუაციაა.

სომხეთის სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, რუსეთისგან მორიგ სესხს უკავშირდებოდეს. ის  სომხეთს შეიძლება იარაღის ახალი პარტიის შესაძენად გამოუყონ.


ასევე წაიკითხეთ