საქმე „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობას ეხება" />

სერჟ სარგსიანის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა

საქმე „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობას ეხება

Հյուսիս-հարավ մայրուղի, Լևա Սարգսյան, քրեական գործ,

სომხეთის ექს-პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმის მიმართ, სახელმწიფოთაშორისი ავტომაგისტრალის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მშენებლობის დროს ბოროტად სარგებლობის ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ლიოვა სარგსიანის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. და ეს უკვე  როგორც ამ ძმის, ისე ექს-პრეზიდენტის სხვა ნათესავების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის პირველი საქმე არ არის.

სომხეთის ახალი მთავრობა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობას გააგრძელებს

სერჟ სარგსიანის უახლოესი გარემოცვა 2018 წლის „ხავერდოვანი“ რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაშინვე სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

მათ განსაკუთრებით დიდი ზომის თაღლითობა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, იარაღის უკანონოდ შენახვა, უკანონო გამდიდრება და ქონების დამალვა ედებათ ბრალად.

•  სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც სერჟ სარგსიანის უახლოეს გარემოცვას ედება ბრალი

რაში მდგომარეობს ახალი ბრალდება

ლიოვა სარგსიანს ბრალად ედება, რომ ის დამკვეთი ორგანიზაციების არჩევისას პასუხისმგებელ ჩინოვნიკებზე საკუთარ გავლენას იყენებდა და ამისთვის მიღებული თანხების ლეგალიზებას ახდენდა. თანაც, საქმე ეხება „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ პროექტს, რომელიც დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი და ძვირად ღირებული სატრანსპორტო პროექტია. კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, საუბარია 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე.

საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახურის შეტყობინების თანახმად,  დამკვეთი ორგანიზაციების შერჩევა დანაშაულებრივი სქემით მოხდა.

საქმე ის არის, რომ, კანონით, ქვეკონტრაქტორს უნდა აერჩია მთავარი კონტრაქტორი, მოცემულ შემთხვევაში – ეს არის ესპანური ორგანიზაცია Corsan Corviam Construccion. სწორედ ის არის პასუხისმგებელი „საინვესტიციო პროგრამის „ჩრდილოეთი- სამხრეთის“ ფარგლებში არსებულ სამშენებლო სამუშაოებზე.

გარდა ამისა, საჭირო იყო პროგრამის ინჟინერის და პროექტის ქვეკონტრაქტორის შესაბამისი თანამდებობის პირების, ანუ სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს  თანხმობის მიღება.

თუმცა, სინამდვილეში ამ პროცესებს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩი, მესამე პრეზიდენტის ძმა, ლიოვა სარგსიანი  ხელმძღვანელობდა.

ის პროგრამის ქვეკონტრაქტორთან – ორაგანიზაცია „პოლიტრანსპორტთან“ გარიგებით მოქმედებდა, ამ ორგანიზაციის მფლობელები კი სურენ და გევორგ ვარდანიანიები არიან.

საგამოძიებო კომიტეტის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ექს-პრეზიდენტის ძმამ თავისი მომსახურების სანაცვლოდ, „ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორს სამუშაოების შესრულებიდან მოსალოდნელი შემოსავლის 50% მოსთხოვა, რომლის მიღების ორგანიზება „გათეთრების“ საშუალებით მოახდინა. 

სარგსიანი და ვარდანიანები, რომლებთან ერთადაც მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა, იძებნებიან, სასამართლოში მათი დაპატიმრების შესახებ წარდგენილია შუამდგომლობა.

რას წარმოადგენს პროექტი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“

ავტომაგისტრალმა „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ქვეყნის ჩრდილოეთი სამხრეთს უნდა დაუკავშიროს. ჩრდილოეთიდან ის სომხეთს საქართველოსთან დააკავშირებს და მისი გავლით შავი ზღვისა და ევროპის ქვეყნებისკენ გასასვლელს უზრუნველყოფს.

ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით, 490კილომერის სიგრძის მაგისტრალი მთლიანობაში ორ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო, თუმცა აქამდე  ხუთი მონაკვეთიდან საექსპლუატაციოდ მხოლოდ ერთია ჩაბარებული. ხელისუფლებამ მშენებლობის დასასრულებლად დაფინანსება უნდა მოიპოვოს, და როგორც ჩანს, ეს საერთაშორისო კრედიტორებისგან მიღებული თანხები იქნება

2018 წლის დეკემბრიდან მშენებლობა შეჩერდა. ექსპერტების აზრით, ეს პროექტი ძალიან ხარჯიანია. ისინი სახსრების უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მქონე, სხვა სტრატეგიულ პროგრამებში ჩადებას სთავაზობენ. საქმე ისაა, რომ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ გზის ერთი კილომეტრის მშენებლობა 3,6 მილიონი დოლარი ჯდება, რთულ მონაკვეთებზე კი ფასმა, შესაძლოა, 12 მილიონ დოლარამდე აიწიოს.

თუმცა, უკვე 2019 წლის ივლისში სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ, ანუ ნიკოლ ფაშინიანის პოსტრევოლუციურმა მთავრობამ განაცხადა, რომ გზის მშენებლობა გაგრძელდება.

რა ედება ბრალად ექს-პრეზიდენტის ნათესაობას

ლიოვა სარგსიანს ბრალად ედება  განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მოპარვა.  ამის შესახებ საგანგებო საგამოძიებო სამსახურს შეტყობინება ბიზნესმენმა ვლადისლავ მანგასარიანმა წარუდგინა.

სისხლის სამართლის მეორე საქმის მიხედვით, მას ბრალად  დეკლარირებას დაქვემდებარებული მონაცემების დაფარვა და უკანონოდ გამდიდრება ედება. ამ საქმეში ფიგურირებს მისი ქალიშვილი ანი სარგსიანიც.

სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია ასევე ექს-პრეზიდენტის მეორე ძმის – ალექსანდრ სარგსიანის და მისი ვაჟების წინააღმდეგაც.

2019 წლის ივლისში სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მიერ  არა მინასიანის დაპატიმრების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა. ეს არის ყოფილი პრეზიდენტის სიძის მამა, ანუ მისი ქალიშვილის მამამთილი.


ასევე წაიკითხეთ