უკრაინისა და რუსეთის ვერსიები; ნატოსა და ევროკავშირის რეაქცია" />

რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. არიან დაჭრილები

უკრაინისა და რუსეთის ვერსიები; ნატოსა და ევროკავშირის რეაქცია

რა მოხდა

 25 ნოემბერს რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს, თავს დაესხნენ და ხელში ჩაიგდეს სამი უკრაინული საბრძოლო ხომალდი, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ.  

ამ ვიდეოზე, რომელიც, მათ შორის, Twitter-ის საკუთარ გვერდზე ატვირთა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, ჩანს, როგორ მიზანმიმართულად და აგრესიულად ეჯახება რუსული ხომალდი უკრაინულ გემს და აბორდაჟზე აჰყავს. ყურადღება – ვიდეო შეიცავს უცენზურო გამონათქვამებს.

• უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?

• უკრაინასა და რუსეთს შორის “საავიაციო ომი” გრძელდება

  რუსეთი მსოფლიო კიბერჯარების ტოპ ხუთეულშია

მოვლენების თანმიმდევრობა ასეთია:

• 25 ნოემბერს დილით, რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინულმა სამხედრო ხომალდებმა დაარღვიეს რუსეთის საზღვარი, შევიდნენ შავ ზღვაში და გაემართნენ ქერჩის სრუტისკენ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფ-ეს-ბეს) ცნობით, მათ ეს ყველაფერი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააკეთეს.

• რუსი მესაზღვრეები თავს დაესხნენ საბუქსირო გემს, რომელსაც სამი უკრაინული საბრძოლო ხომალდი მიჰყვებოდა.

•რუსეთმა ჩაკეტა სრუტე სამოქალაქო გემებისთვის, საბრძოლო თვითმფრინავებმა კი პატრულირება დაიწყეს.

• უკრაინამ დაადანაშაულა რუსეთი „ღია აგრესიულ ქმედებებში“.

•25 ნოემბერს, საღამოს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და დაიპყრეს უკრაინული ხომალდები. ცნობილი გახდა, რომ სამი უკრაინული ხომალდი – საარტილერიო კატარღები „ბერდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე, საბუქსირე გემი – „იანი კაპუ“ ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდნენ და საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ.

• უკრაინის ცნობით, დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, შეპყრობილი ხომალდების ეკიპაჟი კი, მთლიანობაში, 20 ადამიანამდეა.

• 26 ნოემბერს, გამთენიისას, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი უკრაინული ხომალდი და დაჭრილია სამი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. მათივე ცნობით, დაჭრილებს აღმოუჩინეს დახმარება, ამის პარალელურად კი, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე. დაკავებული უკრაინული ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

მხოლოდ რუსეთი მიიჩნევს ქერჩის სრუტეს საკუთარ ტერიტორიად, სხვა არცერთი სახელმწიფო ამ მოსაზრებას არ იზიარებს

© 2018 Google

ქერჩის სრუტე, სადაც ინციდენტი მოხდა, აერთიანებს აზოვისა და შავ ზღვებს.

2003 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ამ ორი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები სარგებლობდნენ თავისუფალი ცურვის უფლებით.

თუმცა, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა ქერჩის სრუტე საკუთარ ტერიტორიულ წყლებად გამოაცხადა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში, მასობრივი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება შეიცვალა და პრორუსი პრეზიდენტი იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა. ამ მოვლენების კიდევ ერთი შედეგია ის ფაქტი, რომ შეიქმნა ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა – დონეცკისა და ლუგანსკის, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ, მათ შორის – სამხედრო.

 

მსოფლიოს არცერთმა სახელმწიფომ არ აღიარა ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში, მათ შორის, მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა – ბელარუსმა, სომხეთმა და ყაზახეთმა.

უკრაინის რეაქცია

კიევში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

• უკრაინული მიშა

• მოსაზრება: რატომ აღარ უმართლებს ვლადიმირ პუტინს?

ელოდებიან, რომ 26 ნოემბერს, ამ საკითხს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს უკრაინის უმაღლესი რადა (ვერხოვნა რადა).

პოროშენკომ პირობა დადო, რომ საომარი მდგომარეობა ავტომატურად საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას არ ნიშნავს. მისი სიტყვებით, ამან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა არ უნდა გამოიწვიოს.

თუმცა, უკვე 26 ნოემბერს, გამთენიისას, უკრაინის სამხედრო ძალები გადაიყვანეს სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე.

რუსეთის რეაქცია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“შარაგზის ყაჩაღები“, – დაწერა მარია ზახაროვამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე და იქვე დასძინა:

“და მეთოდებიც ყაჩაღური: თავდაპირველად პროვოკაცია, შემდეგ ძლიერი ზეწოლა და აგრესიაში დადანაშაულება”.

 

საერთაშორისო რეაქცია

ნატოსა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ თვალს ადევნებენ ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებას და მოუწოდეს მხარეებს, არ დაუშვან სიტუაციის ესკალაცია.

ნატოს განცხადებაში საუბარია იმის შესახებაც, რომ ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნატო მიმართავს რუსეთს, უზრუნველყოს უკრაინული გემებისთვის აზოვის ზღვაში არსებული პორტებისკენ შეუფერხებელი გადაადგილება.

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ასევე მოუწოდა რუსეთს, აღუდგინოს უკრაინულ გემებს ქერჩის სრუტეში გადაადგილების თავისუფლება, ორივე მხარეს კი „მაქსიმალური თავშეკავება“ ურჩია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ