სომხეთში წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა " />

რაში სჭირდებათ ირანელებს სომხეთი?

სომხეთში წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა

სომხეთი – ირანელი ტურისტების საყვარელი ქვეყანა

 საიდუმლო არავისთვის არის, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის არც ისე სახარბიელო დრო დადგა. 2016 წელი სომხეთისათვის  წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც, მეტწილად, გარე ფაქტორებით აიხსნება. შემცირდა ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი – ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, დაგეგმილი 2,1%-ის ნაცვლად, მხოლოდ 0,5% შეადგინა, შემცირდა საერთაშორისო ინვესტიციებისა და საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების (ტრანსფერტების) მოცულობა, სახელმწიფო ვალი კი პირიქით, გაიზარდა.

• სომხეთი ირანსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებს შორის ტრანზიტული ქვეყანა გახდება

• როგორ ცხოვრობენ სომხურ სოფელში, რომელიც ადრე აზერბაიჯანული იყო

• სომხეთი-რუსეთი: ბუნებრივი აირით გამთბარი გრძნობები

მაგრამ ამ ფონზეც არსებობს მაჩვენებელი, რომელიც მკვეთრად გაიზარდა. ლაპარაკია ირანელი ტურისტების სომხეთში ჩამოსვლის დინამიკაზე. 2016 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთში 160 ათასზე მეტი ირანელი ჩამოვიდა, წლის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 190 ათასს მიუახლოვდა. ამ რაოდენობის ირანელი ტურისტი სომხეთს მანამდე არ მიუღია. შედეგად, ირანი სომხეთის უმსხვილეს ტურისტულ პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით ირანმა შეერთებული შტატებს გაუსწრო და მალე რუსეთსაც უკან მოიტოვებს.

ირანული ტურიზმის სურათი

ბოლო 15 წლის განმავლობაში ირანიდან სომხეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება. შედარებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თუკი 2000-იანი დასაწყისში ყოველწლიურად 7-8 ათასი ირანელი ჩამოდიოდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 140 ათასამდე გაიზარდა,  გასული წლის იანვარ-სექტემბერში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სომხეთის საზღვარი 160 ათასმა ირანელმა გადმოკვეთა.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2009-2016 წლებში სომხეთში ჩასული ირანელი ტურისტების რაოდენობა.

GEO-01

ამასთან, მომდევნო გრაფიკი ცხადყოფს, რომ ირანელი სტუმრების დინამიკა  სომხეთში ჩამოსული ტურისტების საერთო რაოდენობის ცვლილებას არ შეესაბამება.

GEO-02
შენიშვნა – ტურიზმის შესახებ მოგროვილი ინფორმაციის წარმოდგენისას სომხეთის სტატისტიკის სამსახური გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) მეთოდილოგიას იყენებს
(International recommendationsforToursmStatistcs 2008, ComplationGuide, UNWTO, Madrid, November 2010 ), რომლის თანახმადაც  საერთაშორისო ტურისტად ითვლება ყველა, ვინც მუდმივი საცხოვრებელი ადგილს ტოვებს და, დასვენების, მკურნალობის, ახლობლების მონახულების მიზნით,  საქმიანი, რელიგიური, ან სხვა მოტივებით  სხვაგან მოგაურობს (და ამ მოგზაურობის ხანგრძლივობა 24 საათიდან 1 წლამდე პერიოდია), ანუ მთავარ მიზანს საკუთრივ მოგზაურობა წარმოადგენს, და არა მუშაობა. ამასთან, ტურისტის  მოგაურობის ხარჯები უცხო ტერიტორიაზე წარმოებული შრომითი საქმიანობით ნაშოვნი  ფინანსური სახსრებით არ იფარება.

მაშ ასე, 2010 წელს სომხეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა 19,5%-ით გაიზარდა, ირანელი ტურისტების საერთო რიცხვმა კი 37,9%-ით მოიმატა. 2012 წელს ირანელი ტურისტების ნაკადი 17,2%-ით შემცირდა, 2013 წელს კი- 15,3%-ით. წლებში – და ეს მაშინ, როდესაც  სომხეთში ჩამოსული ტურისტების ნაკადის საერთო მაჩვენებელი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების ხარჯზე იზრდებოდა. ირანელი ტურისტების პასიურობა, რომელიც 2012-2013 წლებში დაფიქსირდა, ძირითადად, ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციებით იყო განპირობებული.

ზრდის მეორე ეტაპი 2014 წელს დაიწყო – ირანიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 17%-ით მოიმატა, საერთო ნაკადი კი 16,6%-ით  გაიზარდა

2015 და 2016 წელს ირანიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ზრდის იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა 2016 წელსაც.  ამავდროულად, შემცირდა ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპები და 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 3,6% შეადგინა (წინა წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით) .

1

შედეგად, მთლიან ტურისტულ ნაკადში ირანის ხვედრითი წილი ამჟამად 18,2%-ს შეადგენს. თუკი ზრდის ასეთი ტემპები შენარჩუნდება, ირანი სომხეთის მთავარ პარტნიორად გადაიქცევა (სავარაუდოდ, ამ მაჩვენებლით რუსეთს გადაასწრებს).

GEO-03

ირანული ტურიზმის თავისებურებები

ირანელებისთვის  სომხეთში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ნოვრუზ-ბაირამია (ახალი წელი). ეს დღესასწაული მარტის მეოთხე შაბათს იწყება და ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამ ორ კვირაში სომხეთი 20-25 ათას ირანელს მასპინძლობს. საქმე ისაა, რომ ირანში უამრავი რელიგიური შეზღუდვაა დაწესებული, სომხეთში კი მსგავსი აკრძალვები არ მოქმედებს. ნოვრუზ-ბაირამის დღეებში ყველგან შეხვდებით ირანელებს – დაწყებული მუზეუმებით,   ღამის კლუბებით დასრულებული. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ევროპული ქვეყნები უფრო მიმზიდველია, მაგრამ, სამაგიეროდ, სომხეთი უფრო ახლოსაა და ამიტომ ბევრი ირანელი აქ საკუთარი ავტომობილით ჩამოდის.

თუმცა, ირანელი ტურისტები სხვა თვეებშიც ჩამოდიან. ტუროპერატორების  აზრით, ბოლო პერიოდში  დაფიქსირებულ ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. ტურისტული კომპანია „ტათევის“ წარმომადგენელი, ნვერდ დავთიანი მიიჩნევს, რომ ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდა თურქული ფაქტორითაა განპირობებული. ადრე საკმაოდ ბევრი (ორ მილიონამდე) ირანელი  ჩადიოდა თურქეთში. თუმცა, ერთი მხრივ,  თურქეთ-ირანის ურთიერთობების გაუარესება, მეორე მხრივ კი თურქეთში გახშირებული ტერაქტები ირანელი ტურისტების შეშფოთებას იწვევს.

ირანელების ნაწილმა, თურქეთის ნაცვლად, სამხრეთი კავკასიის ქვეყნები აირჩია, რადგან უფრო ახლოს მდებარე და უფრო უსაფრთხო ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას. ბუნებრივია, ირანელი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო სომხეთის კონკურენტია. საქართველოს მთავარი უპირატესობა, სომხეთთან შედარებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლია, მაგრამ საკუთარი ღირსებები სომხეთსაც აქვს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთი უფრო ახლოსაა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სპარსულენოვანი სერვისი სომხეთში უფრო მეტადაა განვითარებული და საშუალოსტატისტიკური ირანელი ტურისტი აქ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

ის, რომ 2016 წელს სომხეთში ირანელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ორი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ირანისათვის სანქციების მოხსნამ ქვეყანას დამატებითი ფინანსური ნაკადების (უცხოურ ვალუტაში) მოზიდვის საშუალება მისცა. ამას გარდა, აღსანიშნავია სავიზო რეჟიმის გაუქმება სომხეთსა და ირანს შორის, რომელიც ძალაში 2016 წლის აგვისტოში შევიდა. (შესაბამისი მემორანდუმი 5 ივნისს გაფორმდა). რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთისა და ირანის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზები იმ შემთხვევაში, თუკი მეზობელ ქვეყანაში 90 დღეზე მეტხანს არ დარჩებიან.

5
მაგრამ არსებობს ხარვეზებიც. მაგალითად, სანქციების გამო ირანელებს არ შეუძლიათ სომხური სასტუმროების ნომრების დაჯავშნა ზოგიერთი საკრედიტო ბარათით ( Visa და Mastercard ბარათებით). ამ პრობლემაზე ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში განაცხადა ვებგვერდ armhotels.am-ის დირექტორმა, აშოტ ნაზარიანმა, რომელიც სასტუმროების დაჯავშნითაა დაკავებული.

ირანელებთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ ეს პრობლემა ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ უახლოეს მომავალში მდგომარეობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ირანელებმა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს, აღნიშნეს, რომ სომხური ბანკები მათ და მათ თანამოქალაქეებს ანგარიშების გახსნაზე უარს ეუბნებიან, რადგანაც პრობლემების წარმოშობის ეშინიათ. ამჟამად  სომხეთში ირანელებს მხოლოდ ბანკი “მელათი” ემსახურება, რომელიც ირანულ კაპიტალზე მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ამისა, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საჩივრებიც არსებობს.

ტურისტები, რომლებიც  საკუთარი ავტომობილებით ჩამოდიან, აღნიშნავენ, რომ სომხეთში უხარისხო გზები და საგზაო ნიშნებია, რომლებიც უცხოელებზე არაა მორგებული. ამბობენ, რომ ზემოაღნიშნული პრობლემის გამო,  სომხეთში ორიენტირება უჭირთ (ამ მხრივ, საქართველოში ბევრად უკეთესი სიტუაციაა). იმ ირანელებს, რომლებიც სომხეთში საკუთარი ავტომობილებით არ ჩამოდიან, არ მოსწონთ ის, რომ ტაქსის მძღოლების მიერ დაწესებული ფასები ხშირად რამდენჯერმე აღემატება მგზავრობის რეალურ ღირებულებას.

შესაძლოა, ეს პრეტენზიები ვინმეს მეწვრილმანეობად მიაჩნდეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ირანული ტურიზმი სომხეთის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმდენად დიდი პოტენციელის მქონეა, რომ თითოეული წვრილმანი შესწავლას იმსახურებს.


ასევე წაიკითხეთ