ჟურნალისტებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული ჰოლდინგის მიერ გამოცემების დაფინანსების სქემა გახსნეს" />

მხოლოდ კარგი რუსეთის შესახებ. როგორ ფინანსდება და იმართება პრორუსული მედია საზღვარგარეთ

ჟურნალისტებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული ჰოლდინგის მიერ გამოცემების დაფინანსების სქემა გახსნეს

პუბლიკაციის ორიგინალი ევრორადიოს ვებგვერდზე 

მსხვილმა ამერიკულმა ვებგვერდმა BuzzFeed News ესტონურ გამოცემა Postimeesთან და ლატვიურ Re:Baltica-სთან  ერთად გახსნა სქემა, რომლის მიხედვითაც, რუსული მედიაჰოლდინგი „რუსეთი დღეს“ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფარულად აფინანსებდა ვითომ დამოუკიდებელ გამოცემებს. მათ გარკვეული თემების გაშუქების შესახებ ეგზავნებოდათ ბრძანებები და მზა კონტენტი, რაც აუცილებლად უნდა გამოქვეყნებულიყო.

ფული მესამე რიგის ქვეყნებიდან იგზავნებოდა

პრორუსული ვებგვერდების დასაფინანსებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებში ცალკეული ფირმები რეგისტრირდებოდა. ფული მესამე რიგის ქვეყნებიდან შემოდიოდა. ვებგვერდებსა და კრემლს შორის კავშირის დადგენა იმ დოკუმენტებისა და მიმოწერის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომლებზე წვდომაც ჟურნალისტებმა ესტონეთში ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შესახებ კანონების შესაბამისად მიიღეს. დოკუმენტები საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმეს ესტონეთში მოსკოვის ბრძანებების მთავარი შემსრულებლის, ალექსანდრ კორნილოვის  წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად გადასახადების გადაუხდელობა ედებოდა

სქემა საკმაოდ მარტივია: ფული როგორც რუსეთის, ისე ბალტიისპირეთის ქვეყნების გარეთ დარეგისტრირებული კომპანიებიდან შედიოდა. მითითებებს იმის თაობაზე, თუ ზუსტად რა თემების გაშუქება იყო აუცილებელი, Skype-ით იღებდნენ. რედაქციებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში უნდა წარედგინათ და დამკვეთებისთვის მუდმივად უნდა გაეგზავნათ გამოქვეყნებული მასალების ჩამონათვალი. ამასთან ერთად გამოცემები მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად რუსული „ტროლების ფაბრიკებისგან“ ტრაფიკსა და კომენტარებს ყიდულობდნენ.

ყველა ვებგვერდს ერთი სახელწოდება ჰქონდა – Baltnews

ისინი მხოლოდ დომენის ზონებით განსხვავდებოდნენ. ვებგვერდები ერთმანეთს დიზაინითაც ჰგავს. ისინი ერთსა და იმავე დღეს და თითქმის ერთდროულად გაჩნდნენ და თითქმის ერთნაირ სტატიებს აქვეყნებდნენ, მაგრამ ბალტიის ქვეყნების რუსულენოვან მოსახლეობას ეს ვებგვერდები დამოუკიდებელ გამოცემებად მოეჩვენა.

სქრინშოტი: postimees.ee

ვებგვერდებისგან მოითხოვდნენ, რომ ყოველთვიურად იქ, სულ ცოტა 70, მაგრამ არაუმეტეს 500, 100-სიტყვიანი სიახლე გამოქვეყნებულიყო. გარდა ამისა, ყოველთვიურად უნდა გამოსულიყო 10-დან 50- მდე ანალიტიკური სტატია, ესსე ან ნარატიული ტექსტი. თითოეული ასეთი სტატიისთვის, სულ ცოტა, ორი ექსპერტისგან უნდა მიეღოთ კომენტარი.

ყოველთვიური დაფინანსება და ყოველდღიური განკარგულებები

ჟურნალისტების მიერ მიღებული Skype-მიმოწერა Baltnews-ის მხოლოდ ესტონეთში მუშაობაზე მოგვითხრობს. ცნობილია, რომ ის ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანია Media Capital Holding BV-დან ფინანსდებოდა. გამომძიებლები ასკვნიან, რომ ლატვიაში და ლიტვაში გამოცემები იმავე სქემით მუშაობს.

გრაფიკა: ლოტე ლამარნე. rebaltica.lv

Skype-ში საუბრის ჩანაწერები აჩვენებს, რომ კორნილოვი მოსკოვიდან ყოველთვიურ დაფინანსებას და ყოველდღიურ მითითებებს იღებდა. საპასუხოდ, მას ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების შესახებ სრული ანგარიში უნდა გაეგზავნა; თან ის ანგარიშებში დასწრების შესახებ ციფრებითაც მანიპულირებდა.

კორნილოვი და მისი თანაშემწე და მეგობარი ალექსანდრ დოროფეევი “კლიკებს“ ყიდულობდნენ, რათა შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს  Baltnews-ის მნახველთა რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე სინამდვილეში. აუდიტორიის გაზრდის მიზნით, დაიდო შეთანხმებები კომპანია „ვებგვედების პოპულარიზაციასთან“ .

მიმოწერიდან დგინდება, რომ ერთი მილიონი ნახვა 10 ათას 990 რუსული რუბლი ღირდა (დაახლოებით 160 დოლარი). რამდენიმე თვის განმავლობაში ვებგვერდის მფლობელებმა რამდენიმე ასეთი შეკვეთა გააფორმეს. გარდა ამისა, ისინი კომენტარებსაც ყიდულობდნენ – ერთ ცალს 9 რუბლად (13 ცენტად).

2016 წლის 25 მაისის მიმოწერაში ფიგურირებს სხვადასხვა მედიისთვის განკუთვნილი 11 თემა, რომლებიც „რუსეთის დღეს“ წარმომადგენელმა ალექსანდრ სვიაზინმა ჩამოაყალიბა.ბალტიური გამოცემების გარდა, იქ „Sputnik“-ის რეგიონული ვებგვერდებიც მოიხსენიებოდა.

Baltnews-სა და მისი მსგავსი პორტალების მიზანს რუსეთისთვის ხელსაყრელი კონტენტის შექმნა და შეყრა წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ ინტერნეტს მოივლიდა. გამოძიებას ლოკალური კონტექსტი აქვს, მაგრამ ამგვარად ჩვენ შეგვიძლია იმ სქემების დანახვა, რომელთა მიხედვითაც პრორუსული მედია მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც კრემლისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავლენის აგენტები ჰყავდეს. ფინანსური ნაკადების არევა, არამკაფიო მართვა, თემების თავს მოხვევა, დასწრების გაყალბება და ინფორმაცია ყველაზე განსხვავებული თემების შესახებ.


ასევე წაიკითხეთ