აქ ცდილობენ, რომ ცხოველებს თავისუფლებაში ცხოვრებასთან მიახლოებული პირობები შეუქმნან" />

ვიდეო და ფოტო: ლემურები და ერევნის ზოოპარკის სხვა ბინადრები

აქ ცდილობენ, რომ ცხოველებს თავისუფლებაში ცხოვრებასთან მიახლოებული პირობები შეუქმნან

ერევნის ზოოპარკი 1940 წელს დაარსდა. მაშინ იქ სულ ორი ათეული ბინადარი იყო – სამ ჰექტარ ტერიტორიაზე.

ახლა ერევნის ზოოპარკს დიდს ისევ ვერ უწოდებ. მაგრამ ახლა მისი ტერიტორია ბევრად მეტია – 34 ჰექტარი. და აქ უკვე ასზე მეტი ცხოველის სახეობაა, მთლიანობაში ათას ერთეულზე ოდნავ ნაკლები, მათ შორის – 18 სახეობის მტაცებელი, 40 სახეობის ჩიტი, დაახლოებით ორი ათეული სახეობის ქვეწარმავალი და დაახლოებით ამდენივე ჩლიქოსანი; არიან პრიმატები და სხვადასხვა მღრღნელები.

ეს ციყვისებრი მაიმუნები არიან. ის ტერიტორია, სადაც ისინი ცხოვრობენ, იმის ნათელი მაგალითია, თუ რისკენ მიისწრაფვის პარკი: აქ მიაჩნიათ, რომ ცხოველები თავისუფლებასთან მიახლოებულ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, ანუ ღია ვოლიერებში.

არსებითად აქ ცხოველები ერთდროულად თავისუფლადაც არიან და ტყვეობაშიც. გალიები, როგორც ასეთი, აქ არ არის, მაგრამ ცხოველები წყლით გარშემორტყმულ კუნძულზე ცხოვრობენ, და ამით მათი გაქცევის საშიშროება ნულის ტოლია – მათ წყლის ეშინიათ.

თუკი ციყვისებრი მაიმუნების შემთხვევაში გალიის როლს წყალი ასრულებს, ზოგ შემთხვევაში ელექტროობა გამოიყენება. ზოგიერთი ჩლიქოსანი ცხოველი უბრალოდ ხის ღობის მიღმა ცხოვრობს. ჩნდება კითხვა, რატომ არ გარბიან ისინი? პასუხი – ფოტოზეა.

ინოვაციებს შორის არის ცხოველების ჩიპიზაცია. ეს საშუალებას იძლევა გავიგოთ მათი სქესი, ასაკი, ავადმყოფობის ისტორია, მთელი ის ინფორმაცია, რაც შეიძლება მისი ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლის შემთხვევაში გახდეს საჭირო. ფაქტობრივად, ცხოველს მთელი „ბიოგრაფია“ თან დააქვს.

კეთილმოწყობის შემდეგ ზოოპარკი ერევნელებისთვის  ერთ-ერთი საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, სადაც ინკლუზიური სათამაშო მოედანი არსებობს. არსებითად, მთელ  ამ პარკს შეიძლება ინკლუზიური ვუწოდოთ, რადგან მისი ნახვა და დათვალიერება გადაადგილებისთვის რაიმე შეფერხების გარეშე ნებისმიერს შეუძლია.   

• როგორ გაუკეთდა თბილისის ზოოპარკში ოპერაცია ერევნის ზოოპარკის ყოფილ ბინადარს

• ვიდეო: სიტუაცია თბილისის ზოოპარკში წყალდიდობიდან სამ წელიწადში

აქ არის საკუთარი ვეტერინარული კლინიკა. ის არამხოლოდ ზოოპარკის ბინადრებს ემსახურება, არამედ ყველა იმ მის გარეთ მცხოვრებ ცხოველს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ – თანაც უფასოდ.

ჩვენ ნება დაგვრთეს, გვენახა, თუ როგორ უწევენ ვეტერინარები დახმარებას ლელიანის კატას.

არის მონაკვეთები, სადაც ერთდროულად ცხოველების რამდენიმე სახეობა ბინადრობს. ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში მცირე ოჯახური ჩხუბები მაინც ხდება.მაგალითად, მხიარული ციყვისებრი მაიმუნები გალიას გედებთან ერთდ ინაწილებენ და პერიოდულად ცდილობენ, რომ ფრინველების მიერ გადანახული კვერცხები მოიპარონ.

სვავი კი ბოცვერებთან ერთად ცხოვრობს. და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ის ამ ცხოველებისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. საქმე კი ისაა, რომ სვავები მხოლოდ ლეშით იკვებებიან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ