აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ჯარში სამსახურის წინააღმდეგ კი არ გამოდიან, არამედ იმისთვის, რომ სამსახურმა განათლების მიღებაში არ შუშალოთ ხელი" />

ერევანში სტუდენტები ჯარში სამსახურის გადავადების უფლების შეზღუდვის გამო გაიფიცნენ

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ჯარში სამსახურის წინააღმდეგ კი არ გამოდიან, არამედ იმისთვის, რომ სამსახურმა განათლების მიღებაში არ შუშალოთ ხელი

ერევნელი სტუდენტების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა და უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში არ შევიდა. ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპოტესტო აქცია ჯარში სამსახურის გადავადების უფლების შესაძლო შეზღუდვას უკავშირდებოდა.

სომხეთის პარლამენტმა უკვე განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, რამაც სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია. კანონპროექტი მეორე მოსმენით შედეგ კვირას განიხილება.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ მოქმედი კანონი შეუცვლელად დარჩეს, და ისინი, ვისაც 18 წელი შუსრულდა და უფასოდ სწავლობენ (ანუ მაღალი მოსწრება აქვთ), ჯარში მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიწვიონ. მთავრობის მიერ შეთავაზებული ახალი კანონპროექტის თანახმად, გადავადების უფლებას მხოლოდ ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსთან ხელს მოაწერენ კონტრაქტს იმის თაობაზე, რომ უმაღლესის დამთავრებისთანავე სამხედრო სამსახურს გაივლიან.

პროექტის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ხშირად უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ჯარში სამსახურისთვის თავის ასარიდებლად იყენებს. საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტები კი ირწმუნებიან, რომ ეს კანონპროექტი ხელს ვერ შეუშლის მათ, ვინც ჯარში სამსახურის გავლას არ აპირებს.

„ისინი ამბობენ, რომ ეს კანონი სოციალურ სამართლიანობას დაამყარებს, მაგრამ ჩვენ ამ მტკიცებულების მკაფიო დადასტურებას ვერ ვხედავთ. ჯანდაცვის სისტემაში არსებული თავის დაძვრენის საშუალებები ისევ დარჩება, სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ბევრი ახალგაზრდა სწორედ ჯანდაცვის სისტემის დახმარებით არიდებს თავს სამხედრო სამსახურს – “ეს პროექტი არამხოლოდ უწყვეტ განათლებას მიაყენებს ზიანს, არამედ მეცნიერებასაც. განათლება მიმზიდველი აღარ იქნება“, – ამბობს აქტივისტი ვაან კოსტანიანი.

 „როგორც განათლების სისტემის წარმომადგენელი, მეც ვაღიარებ, რომ დიახ, ზოგჯერ სწავლას მართლაც ჯარისგან თავის ასარიდებლად იყენებენ. ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში კორუფცია სუფევს, არსებობს კორუფციული რისკებიც, მაგრამ ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მათ, ვისაც სურს, რომ თავი მეცნიერებას მიუძღვნას და სამეცნიერო სქმიანობით დაკავდეს, ამის საშუალება არ უნდა წავართვათ“, – ამბობს საპროტესტო აქციის სხვა მონაწილე. 

„სასწავლო გაფიცვის“ მონაწილეებმა ერევნის თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი მოიარეს და სტუდენტებს მათთან შეერთებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ზოგიერთი სასწავლო დაწესებულების კარი ჩაკეტილი იყო; სტუდენტებს შენობიდან გასვლის და დემონსტრაციასთან შეერთების  ნება არ დართეს. მათ, ვისაც აქციასთან შეერთება სურდა, ფანჯრებს აღებდნენ და აქციის მონაწილეებთან ერთად სკანდირებდნენ „გადავადება იქნება“,  „პედაგოგებო, შემოგვიერთდით“.

სტუდენტების მოწოდებას, რომ მათ აქციას შეერთებოდნენ, ძალიან ცოტა პედაგოგი გამოეხმაურა.

„ეს კანონპროექტი განათლებას ხელს არ უშლის. სომხეთის ახალგაზრდობა დემონსტრაციას იმის გამო ატარებს, რომ ჯარში არ იმსახუროს. ეს სირცხვილია, და სომეხ ახალგაზრდობას ღირსებას სულაც არ მატებს. ეს სამართლიანობის დარღვევაა, როდესაც ერთმა უნდა იმსახუროს, მეორემ კი – არა“, – განაცხადა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა მარატ გრიგორიანმა.

თუმცა, სტუდენტები ირწმუნებიან, რომ მათი პროტესტი სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მათი მოთხოვნა ისაა, რომ სამსახურმა სწავლასა და განათლების მიღებას არ შეუშალოს ხელი.

„უნდა მოხდეს იმის კონსტატაცია, რომ  არსებულ პრობლემებზე სტუდენტები ლაპარაკობენ, ხოლო ბევრი პედაგოგი და უფროსი ადამიანი, მხარდაჭერის ან თუნდაც ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად, პროვოკაციაზე მიდის. ჩვენ უკვე გავხდით ზეწოლის მოწმეები, და რადგან სისტემა არასტაბილურია, შესაძლოა, მუქარის მცდელობებიც იყოს“, – თქვა აქციისა და ინიციატივის „მეცნიერების განვითარებისთვის“ ერთ-ერთმა მონაწილემ.

სტუდენტებმა განაცხადეს, რომ გაფიცვა უვადო იქნება. ისინი თავდაცვისა და განათლების მინისტრებთან შეხვედრა-დისკუსიებს მოითხოვენ.

ადრე JAMnews უკვე იუწყებოდა სტუდენტების უკმაყოფილებისა და მათი პირველი საპროტესტო აქციის შესახებ.

სომეხი სტუდენტები სამხედრო სამსახურის გადავადების გაუქმებას აპროტესტებენ

 

 

 


ასევე წაიკითხეთ