ლაპარაკია 2019 წლის ნოემბერში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულზე, როდესაც დაცხრილეს რესტორანი და მოკლეს ორი „კანონიერი ქურდი“ და ოფიციანტი გოგონა" />

აფხაზეთში დაპატიმრებულია პრეზიდენტის დაცვის წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია სამი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში

ლაპარაკია 2019 წლის ნოემბერში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულზე, როდესაც დაცხრილეს რესტორანი და მოკლეს ორი „კანონიერი ქურდი“ და ოფიციანტი გოგონა

აფხაზეთში დააპატიმრეს პრეზიდენტის დაცვის წევრი, რომელიც შესაძლოა თანამონაწილე იყოს 2019 წლის ნოემბერში სოხუმის სანაპიროზე სამი ადამიანის დაცხრილვაში.

ჯერჯერობით დათო ახალაია დაპატიმრებულია ორი თვით, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, სასამართლო სხდომა აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

_____________________________________________________________________________________________

მოწამვლა, ჩაცხრილვა, პალმები და არჩევნები – 2019 წელს აფხაზეთში მომხდარი მთავარი ამბების შესახებ

რა უფრო მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის – საუბრები იარაღის ამოღებაზე თუ კორუფციის წინააღმდეგ კანონის მიღება?

კრიმინალური გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლი – 22 წლის დომინიკა აკირთავა

_____________________________________________________________________________________________

საქმის არანაირ დეტალს არ იტყობინებიან.

22 ნოემბერს უცნობი პირების ჯგუფი ავტომანქანით მივიდა სოხუმის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „რიწასთან“ და ცეცხლი გაუხსნა სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ რესტორან „სან-რემოში“ მსხდომთ.

დაიღუპა სამი ადამიანი. მთავარი სამიზნე, როგორც ჩანს, იყო 2 მათგანი – „კანონიერი ქურდი“ ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. მესამე, შემთხვევითი მსხვერპლი აღმოჩნდა რესტორნის ოფიციანტი, 22 წლის დომინიკა აკირტავა, რომელიც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დათო ახალაია – მეორეა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. მანამდე დააპატიმრეს მისი ძმა დემურ ახალაია, რომლის შრომით ბიოგრაფიაში აღნიშნულია მუშაობა

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ