მოსაზრება: რა უფრო მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის - საუბრები იარაღის ამოღებაზე თუ კორუფციის წინააღმდეგ კანონის მიღება?
მწერალი, ასტამურ კაკალია აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს 2019 წლის შემოდგომაზე გამართულ არჩევნებზე.
ის ცნობილია იმით, რომ სათავეში უდგას საინიციატივო ჯგუფს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ გაეროს მე-20 მუხლის გატანას ცდილობს და ემხრობა უკანონოდ გამდიდრების სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადებას.
• რაში მდგომარეობს აფხაზეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოებრივი პროექტი
Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში, კაკალია აკრიტიკებს საზოგადოებას, რომელსაც ადვილად გადააქვს ყურადღება მოკლევადიანი თემების ხმაურიან განხილვებზე, იმის ნაცვლად, რომ მიაღწიოს მართლაც რეალურად მნიშვნელოვანს – ხელისუფლებაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ კანონის მიღებას.
კერძოდ, აფხაზეთში, სოციალურ ქსელებში, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა – კრიმინალური სიტუაციის გამწვავების ფონზე, მოსახლეობისგან იარაღის ამოღების აუცილებლობა.
ახლა სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ პრაქტიკულად ყველას აქვს იარაღზე წვდომა და ეს არანაირად არ კონტროლდება.
•აფხაზეთში, პრაქტიკულად ყველას აქვს იარაღზე წვდომა და ეს არანაირად არ კონტროლდება
•22 წლის დომინიკა – აფხაზეთში მომხდარი კრიმინალური გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლი
•მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“
„რა საჭიროა გადაუჭრელი თემა, მოსახლეობიდან იარაღის მასობრივი ამოღების შესახებ? შემდეგ, რა საჭიროა დანარჩენი თემები – სისულელეები – რათა, ვიმსჯელოთ და ყურადღება გადავიტანოთ რეალური ეკონომიკური პრობლემებიდან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლიდან.
არანაირი იარაღის მასობრივი ამოღება არ მოხდება, მაგრამ ეს არის ნაყოფიერი საფუძველი საინფორმაციო ხმაურისთვის.
ასევე იყო ნავთობთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად არჩევნების (საპრეზიდენტო) წინ უნდა მოეპოვებინათ და შეევსოთ ბიუჯეტი.
•არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი? კამათი „დაზვერვის პროექტის“ გარშემო გრძელდება
ერთნი ნავთობის დაღვრის საშინელ ფოტოებს აქვეყნებდნენ და ეკოლოგიის გადარჩენას ცდილობდნენ – ეს იმ დროს, როდესაც სოხუმში კანალიზაცია გასკდა და ავარიულად იღვრებოდა ზღვაში. სხვები კი ბედნიერები იყვნენ ენით აუწერელი ფულით, რომელიც ნავთობის მოპოვებიდან წამოვიდოდა.
მაგრამ, ამჟამად არსებული სანქციებისა და ეკონომიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რუსული კომპანიებისთვის მომგებიანი არ არის აფხაზეთში ნავთობის მოპოვება, თანაც, მისი ლოგისტიკის გათვალისწინებით. და აქ ხომ მხოლოდ სანქციებიც არაა.
როგორ ფორმდებოდა ყველა ეს ადგილი (სადაც თეორიულად არის ნავთობის რეზერვები) – ეს ცალკე თემაა. და ეს თემა ეხება, უფრო მეტად, კორუფციის შესახებ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლს, ვიდრე ნავთობს.
მაგრამ ყველა აგრძელებდა კამათს იმაზე, რაც არ არის და არც განჭვრეტად მომავალში არ იქნება.
დარწმუნებული ვარ, იარაღის ამოღების თემაც შემოგდებულია იმისათვის, რომ ყურადღება გადაიტანონ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლიდან, რათა ის არ მივიღოთ.
საზოგადოება გარკვეული ხანი ახლა ამ თემაზე იკამათებს, იქ კი შესაძლებელი გახდება დისკუსიის გადადება თანამდებობის პირთა და დეპუტატთა მიერ ქონების სავალდებულო საჯარო დეკლარაციის შესახებ კანონის მიღებაზე, აგრეთვე, უკანონო გამდიდრების დანაშაულებრივ ქმედებად აღიარებაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილ ვითარებაში არც იარაღის ამოღების შესახებ კანონის მიღება და არც მისი პრაქტიკაში გამოყენებაა შესაძლებელი. ეს არის უბრალოდ განხილვის თემა – განსხვავებით მარტივად შესრულებადი მე-20 მუხლისგან“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო