„გვსურს სომხეთს დავეხმაროთ გასაღების ახალი ბაზრების მოძიებაში“ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
ნიდერლანდები სომეხ მეწარმეებს მხარდაჭერას გაუწევს
„ნიდერლანდები აპირებს, მხარი დაუჭიროს სომეხ მეწარმეებს. მათ შორის, მეყვავილეებს, რათა დაეხმაროს მათ პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში, რუსეთის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ერევანში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომ ბერენდსენმა.
სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები სომხურ ბიზნესს სირთულეებს უქმნის. ეს, მათ შორის, მეყვავილეობის სფეროსაც ეხება.
„მივესალმებით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც სომხეთს ევროკავშირის ავტონომიური სავაჭრო ზომების ამოქმედების შედეგად ეძლევა. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ამ შესაძლებლობას სრულად გამოიყენებს. ნიდერლანდები კვლავაც დაუჭერს მხარს სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესს“, – განაცხადა მან.
24 სექტემბერს, ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა, სომხური წარმოშობის საქონელზე, ავტონომიური სავაჭრო ზომების გამოყენების შესახებ რეგულაცია. დოკუმენტი იმპორტის გადასახადების გაუქმებით სომხეთის ევროკავშირში ექსპორტის დაახლოებით 80 პროცენტს ლიბერალიზაციას უწევს. შეღავათიანი რეჟიმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
პრესკონფერენციაზე მინისტრებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს – ეკონომიკიდან ჰუმანიტარულ სფერომდე. მათი განცხადებების მთავარი გზავნილები ასეთია:
- ევროკავშირი სომხეთიდან იმპორტზე საბაჟო გადასახადებს დროებით აუქმებს. რას ნიშნავს ეს?
- „მოსკოვის მთავარი შიშია ის, რომ სომხეთი ევროკავშირს აირჩევს“. ანალიტიკა
- “პოლონეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციურ მიზანს“ – მარჩინ ბოსაცკი
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენაში დახმარების შესახებ
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო პროცესის ფარგლებში გადადგეს.
„ამ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად უაღრესად მნიშვნელოვანია, პროცესი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს. ჩვენ სრულად გიჭერთ მხარს“, – აღნიშნა მან.
ბერენდსენმა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ერთობლივი ინიციატივის დაწყება გამოაცხადა.
ინიციატივა ორივე მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედის დასადგენად ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
„„აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნდობის ხიდების აგება, რათა ეს სამშვიდობო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცეს. ნიდერლანდები მზად არის, გაგიწიოთ ფინანსური მხარდაჭერა. შესაძლებლობის ფარგლებში, სხვა სახის დახმარებაც”, – განაცხადა მინისტრმა”, – განაცხადა მინისტრმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კოლეგას ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი უაღრესად მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია, როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. ჩემი აზრით, ეს ის სფეროა, რომელშიც მესამე მხარის, მაგალითად, ნიდერლანდების, მონაწილეობა და წვლილი ყველასთვის დადებითად შეფასდება“, – განაცხადა მან.
ბაქოში დაკავებული სომეხი პატიმრების შესახებ ჟურნალისტების კითხვას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ არ უპასუხა. მან მხოლოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მშვიდობის დამყარებას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ გზაზე გადასაჭრელია როგორც მარტივი, ისე რთული საკითხები.
„შესაძლოა, აქ პოლიტიკური მოტივიც არსებობდეს“ – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან ქვეყნის შესაძლო გარიცხვაზე
ჟურნალისტებს აინტერესებდათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინ ევრაზიული სამთავრობათაშორისო საბჭომ მოამზადა. ეს დოკუმენტი სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (EAEU) შესაძლო გარიცხვას ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეგიდით მოქმედი ეკონომიკური გაერთიანების წესდება არ ითვალისწინებს რომელიმე ქვეყნის წევრობის შეწყვეტის მექანიზმს სხვა წევრების გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ქვეყნის სტატუსის შეცვლის ერთადერთი სამართლებრივი გზა, თავად სომხეთის გადაწყვეტილებაა.
თუმცა, სამთავრობათაშორისო საბჭოს ექსპერტები, რომლებიც დოკუმენტზე მუშაობდნენ, სომხეთის წევრობის შეჩერების შესაძლებლობის დასასაბუთებლად ვენის კონვენციას იშველიებენ. ეს კონვენცია მრავალმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევის შემთხვევაში ერთი სახელმწიფოს მიერ გაერთიანებაში წევრობის შეწყვეტის შესაძლებლობას უშვებს.
„იმისთვის, რომ ასეთი სცენარი შესაძლებელი გახდეს, პარტნიორმა – იმ ქვეყანამ, რომლის ქმედებებითაც დანარჩენები უკმაყოფილო არიან და რომლის გარიცხვას ან წევრობის შეჩერებასაც ცდილობენ – ამ ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები უნდა დაარღვიოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო დანარჩენ ოთხ პარტნიორს ეთქვა: „თქვენ ჩვენს წესებს არღვევთ, ძვირფასო მეხუთე მეგობარო. გმადლობთ, ნახვამდის“. სომხეთს კი არაფერი დაურღვევია და არც აპირებს“, – განმარტა არარატ მირზოიანმა კონვენციის დებულებების კომენტირებისას.
მისი თქმით, სომხეთი კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს და იმავეს მოელის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრებისგანაც.
მირზოიანის აზრით, სომხეთის გარიცხვისთვის სამართლებრივი საფუძვლის მოძებნის მცდელობას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად:
„ყველას გვესმის, რომ აქ პოლიტიკური მოტივი არსებობს. შესაძლოა, იურისტებისთვის პოლიტიკური დავალებაც კი გაიცა – მოეძებნათ პოლიტიკური გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართლება“, – განაცხადა მინისტრმა.
სომხეთის საექსპერტო წრეებმა, პარტნიორების ეს ნაბიჯები, ქვეყნის მიერ საგარეო კავშირების დივერსიფიკაციისა და ევროკავშირთან დაახლოების კურსს დაუკავშირეს.
მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი გადაწყვეტილებებს საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისა და სუვერენული უფლებების გათვალისწინებით მიიღებს. და ეს ვაჭრობის საგანი ვერ გახდება.
ამავე დროს, სომხეთი გაერთიანების წევრებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებს. რუსეთის გარდა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
სომხეთსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა
არარატ მირზოიანმა მაღალი შეფასება მისცა ნიდერლანდების მხარდაჭერას, როგორც სომხეთში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, ისე სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.
მისი თქმით, პირისპირ შეხვედრაზე და გაფართოებულ ფორმატში გამართული მოლაპარაკებების დროს, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში, და უფრო ფართო რეგიონში, არსებული ვითარება განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2025 წლის მარტში ხელმოწერილი, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელებას.
„პოლიტიკური დიალოგი ძალიან მაღალ დონეზეა. ის აქტიური და ეფექტიანია. ვხედავთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობაც თანდათან ვითარდება და მაჩვენებლები იზრდება. თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს აუთვისებელი მნიშვნელოვანი პოტენციალი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მხარეები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავენ. მათ შორისაა ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და მეყვავილეობა.
მეყვავილეობის მიმართულებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე ჩამოყალიბებულია თანამშრომლობა სომხურ ყვავილების მწარმოებელ კომპანიებსა და მსოფლიოში ცნობილ ნიდერლანდურ ფირმებს შორის.
ამასთან, განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტის ხელშეწყობის ცენტრმა (ჩBI) სომხეთში ერთწლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო. ინიციატივის მიზანია სომხეთის 21 კომპანიის – ჩირისა და თხილეულის მწარმოებლების – საექსპორტო პოტენციალის განვითარება და მათთვის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებზე
ნიდერლანდები სომეხ მეწარმეებს მხარდაჭერას გაუწევს