ასეთი პასუხი მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად გამართული აქციის მონაწილეებმა " />

აზერბაიჯანში შშმ პირების საჭიროებებისთვის ფული არ არის – ვიდეო

ასეთი პასუხი მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად გამართული აქციის მონაწილეებმა

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები იქ ე.წ. “ინვალიდობის პენსიების” სიმცირემ, სოციალური მხარდაჭერის არარსებობამ და სხვა პრობლემებმა მიიყვანა.

„ჩემს შვილს ბავშვთა ცერებრალური დამბლა აქვს, შემწეობის სახით კი თვეში მხოლოდ 82 მანათს (48 დოლარს) ვიღებ. ამ ფულის ნახევარი საფენებს ხმარდება. და რა უნდა ჭამოს? სხვა ხარჯები როგორ უნდა დავფაროთ?“ – აღშფოთებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე შაჰლა ჯაფაროვა.

სხვა მონაწილეების ჩივილიც მსგავსია – ძალიან დაბალი პენსიები, რომელიც არფრისთვის არ ჰყოფნით, და გულგრილი ორგანიზაციები, რომლებიც, წესით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე უნდა ზრუნავდნენ.

მინისტრმა საჰილ ბაბაევმა პროტესტის მონაწილეები მიიღო, მათი საჩივრები მოისმინა და თქვა, რომ ამჟამად სამინისტროს საიმისო ფული არ გააჩნია, რომ პენსიები და შემწეობები გაზარდოს. მაგრამ, როგორც ბაბაევი ადამიანებს დაჰპირდა, წელს ან მომავალ წელს ისინი რაიმეს გაკეთებას შეეცდებიან.

„სწორედ მათგან გვინდოდა მოგვესმინა, რომ ჩვენთვის ფული არ აქვთ. და მოვისმინეთ კიდეც. ანუ, ფინანსური მხარდაჭერა არ არის. რა გაეწყობა, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოთ. ახლა მინისტრთა კაბინეტისადმი მიმართვაზე ვმსჯელობთ“, – აჯამებს მინისტრთან შეხვედრას ყარაბაღის ომის ვეტერანი აჰმედ რაჰმანოვი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ