ვლადიმირ პუტინის ახალი ინიციატივით, ის 2036 წლამდე შეძლებს ქვეყნის მართვას
10 მარტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაუგეგმავად დაესწრო რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომას.
დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან კომენტარი სამ წინადადებაზე გააკეთა, რომლებმაც დღეს გაიჟღერა:
• ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოახლოებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით;
• უარი თქვან იმ ვადების რაოდენობის შეზღუდვაზე, რომლითაც პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა ერთ ადამიანს შეუძლია;
• „განულდეს“ ანუ არარსებულად ჩაითვალოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის წინა ვადები.
• პუტინმა გადატრიალება მოაწყო, რათა სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში?
• რატომ გადადგა პუტინის გავლენიანი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან
• რუსეთში გრძელდება ნადირობა ადამიანზე, რომელმაც „პუტინის განდევნას“ პირობა დადო
ვლადიმირ პუტინმა დეპუტატებს პირველ ორ ინიციატივაზე უარის თქმა ურჩია. და დაეთანხმა მესამეს, თუკი „საკონსტიტუციო სასამართლო ამას კანონიერად ცნობს“.
„განულების“ შესწორების მიღება ნიშნავს, რომ პუტინი 2024 წლის შემდეგ, როდესაც მისი ახლანდელი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, უფლებას მიიღებს, კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი (12 წელი) უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საყოველთაო კენჭისყრა 22 აპრილს არის დანიშნული.