კოვიდის ვაქცინის გაკეთება საქართველოში უცხოელებსაც შეუძლიათ
გაზიარება
გაზიარება
საქარველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა. ქვეყანაში ვაქცინის გაკეთება უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
კონკრეტულად კი:
● საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე;
● სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს;
● საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს;
● საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების,უცხოელი თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს;
● საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს;
● პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს;
● N164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი,მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა.
აცრისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან ცხელი ხაზის (1522) საშუალებით.
ამ ეტაპზე აცრის მსურველებისთვის რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებზე, ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხდება ამ ვაქცინების ადმინისტრირება.