ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

photo icon video icon

პუტინი, ალიევი და ფაშინიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე შეთანხმდნენ

პუტინი, ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ აღდგება გამჭოლი კავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრა ომის შემდეგ - რას უნდა ველოდოთ?

ეკონომიკური საკითხები და ტყვეების დაბრუნება და რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში ყოფნის პირობები? მოსაზრებები ერევნიდან და ბაქოდან

ახალი ამბები სომხეთი, ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე, ვიდეო, ერევანი, ერევნის მერია, სპეტანაკერტის აღდგენა, ომი ყარაბაღში,
video icon

ერევანი: ახალი წელი ნაძვის ხისა და დეკორაციების გარეშე. ვიდეო

ის, რაც ახალი წლის აღნიშვნაზე უნდა დახარჯულიყო, ერევანმა ომის დროს დაზარალებული სტეპანაკერტის აღდგენისთვის გაიღო

მოსაზრება: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ყარაბაღის მეორე ომის პრიზმაში

ინალ ხაშიგი იმის შესახებ, როგორ გავლენას მოახდენს ყარაბაღის მეორე ომი და რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე

ნიკოლ ფაშინიანი, საპროტესტო აქცია, სიახლეები, სომხეთი
photo icon video icon

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დეპუტატებს კვერცხები დაუშინეს

ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, ის კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას სთავაზობს

ახალი ამბები სომხეთი, ნიკოლ ფაშინიანი, სომხური ოპოზიცია, ერევანი, ედმონ მარუკიანი, რუსეთი, რუსული სამხედრო ბაზა, პარტია განათებული სომხეთი,

სომხური ოპოზიცია ქვეყანაში ახალი რუსული ბაზის აშენების ინიციატივით გამოდის

პარტია „განათებული სომხეთის“ ლიდერი: ქვეყანაში მეორე სამხედრო ბაზის გამოჩენა, ხელს შეუწყობს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

საზღვრების უსაფრთხოება, სომხეთი, სიუნიქი, სამგლოვიარო მსვლელობა, პროტესტი, ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გლოვის პირველი დღე, პრემიერ-მინისტრის მიმართვა, ნიკოლ ფაშინიანი, გადადგომა,
photo icon

ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გლოვა: მსვლელობა, პროტესტი, განცხადებები

გლოვის პირველი დღე დაიწყო ფაშინიანის მიმართვით მოსახლეობისადმი - ის არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას და არც პასუხისმგებლობას გაურბის

აზერბაიჯანმა და სომხეთმა განაცხადეს, რომ ტყვეები „ყველა ყველაზე“ გაცვალეს

14 დეკემბერს, 14 აზერბაიჯანელი და 44 სომეხი ტყვე დაბრუნდა შინ „ყველა ყველაზე“ პრინციპით გაცვლის შედეგად

ყარაბაღი, ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, ჰადრუთი, აგარაკი, სიუნიქი, სომხეთის საზღვრების ხელშეუხებლობა, ჭორები ფაშინიანის ოჯახის შესახებ,

ფაშინიანი არჩევნების ჩატარებამდე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს

მოსახლეობისადმი მიმართვისას, ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ყარაბაღში ვითარების გამწვავებისა და რუსული სამშვიდობო მისიის როლზე

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა