ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის ომი – ამ სახელწოდებით არის ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი ავტონომიური მხარის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში მიმდინარეობდა. ომი დასრულდა ხელმოწერილი ზავით, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად მაინც არის.

სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის სომხეთის მიერ. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და ითხოვს მათ დაბრუნებას. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები პირველად 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენების შემდეგ 2016 წლის 2-6 აპრილს მოხდა და ისტორიაში შევიდა სახელწოდებით “აპრილის ომი”, ან “ოთხდღიანი ომი”. მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა. 2020 წლის ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მოხდა შეტაკებები. სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში შევიდა, როგორც “მეორე ყარაბაღის ომი”. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მთავარი პუნქტები იყო: აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება; რუსი სამშვიდობოების შემოყვანა რეგიონში; პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება.

photo icon video icon

საბაჟო გადასახადები ირანული მანქანებისთვის: რა ხდება სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე

აზერბაიჯანმა პოლიციის პოსტები განათავსა გორისსა და კაპანს შორის არსებული გზის მონაკვეთზე

რა არის მიზეზი იმისა, რაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ხდება. კომენტარი ბაქოდან

აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა აგშინ ქერიმოვმა JAMnews-ის კითხვებს უპასუხა

ყარაბაღის კონფლიქტი და ახალი პარლამენტი სომხეთში: ხედვა ბაქოდან

რა შეცვალა სომხეთის არჩევნებმა აზერბაიჯანისთვის და როგორ აისახება ეს ყველაფერი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაზე?

15 სომეხი სამხედრო დანაღმული მინდვრების რუკის სანაცვლოდ

აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები დანაღმული ადგილების რუკაში გაცვალა

აზერბაიჯანმა საქართველოს და აშშ-ს ხელშეწყობით, 15 დაკავებული სომეხი გადასცა დანაღმული მინდვრების რუკის სანაცვლოდ

ეკონომიკური და სოციალური სირთულეები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში
photo icon video icon

ომის შემდგომი ცხოვრება მთიან ყარაბაღში: ადამიანები წავიდნენ, რომ დაბრუნდნენ

ომის შედეგად გამოწვეულმა ნგრევამ, მთიანი ყარაბაღის ბევრი მცხოვრები აიძულა, დაეტოვებინა არაღიარებული რესპუბლიკა

ნიკოლ ფაშინიანის საუბრის ჩანაწერი

წინასაარჩევნო მხილებები სომხეთში: ექსპრეზიდენტმა სკანდალური ჩანაწერი გამოაქვეყნა

სერჟ სარგსიანი ნიკოლ ფაშინიანს დაჰპირდა, რომ მასსა და მის ოჯახზე სამარცხვინო კომპრომატს გამოაქვეყნებდა, მაგრამ შემდეგ გაასაჯაროვა ჩანაწერი, სადაც მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე მოლაპარაკებების პროცესის დეტალებზე საუბრობს

video icon

სამხედრო ალაფის პარკი ბაქოში. ვიდეო

სამხედრო ალაფის პარკმა შოკში ჩააგდო ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, სომეხი სამხედროების კარიკატურული მანეკენების გამო. დამთვალიერებლები კმაყოფილები ჩანან

რუსული ფაქტორი თურქული საფრთხის წინააღმდეგ: ვინ „გადაარჩენს“ სომხეთს

როგორ ჩამოყალიბდა სომხურ საზოგადოებაში ნარატივი, რომ „თურქეთისგან მხოლოდ რუსეთი გადაგვარჩენს“

photo icon

„სამხედრო ალაფის პარკი“ ბაქოში – მხურვალე მხარდაჭერა და სასტიკი დაგმობა

„სამხედრო ალაფის პარკი“ ბაქოში ადგილობრივმა საზოგადოებამ დიდი აღფრთოვანებით მიიღო

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა