თბილისში, ცოცხალი ჯაჭვის აქციით, ვარდების რევოლუციის მე-18 წელი აღნიშნეს. ფოტო
23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის მე-18 წელი, საქართველოს დედაქალაქში ასობით მოქალაქემ, ქალაქის მთავარ მოედანზე, ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნა.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ვარდები, და პატარა ბანერები ჰქონდათ იმ წარწერებით, რაც ამ რევოლუციის შედეგებს აღწერდა.
“პატრული გაის ნაცვლად”, “დასავლეთი რუსეთის ნაცვლად” – ეწერა ბანერებზე. აქციაზე ჩანდა უკრაინის დროშაც.
აქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, იმ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა დაგეგმეს, რომელმაც 2003 წელს, “ვარდების რევოლუციით” საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეცვალა.
2003 წლის 23 ნოემბერს სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა, პრეზიდენტი ედუარდ შევარნაძე ტრიბუნიდან განდევნა, მისი ადგილი დაიკავა და მისი ფინჯნიდან ჩაი დალია.
36 წლის სააკაშვილს ხელში ვარდი ეჭირა, ნიშნად იმისა, რომ მისი ქმედებები მშვიდობიანია.
ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავს, მისი მთავარი გმირი, მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრის სტატუსით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა. ამ ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტი 23 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
- შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი
- სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
- უკრაინული მიშა
მისი გათავისუფლება ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. აქციაზე ამ წარწერით არაერთი ბანერი იყო გამოფენილი.
რიგითი მოქალაქეების გარდა, აქციაზე მრავლად იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა ცნობილი სახეები და ასევე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ლიდერები.
„ჩვენი მთავარი სათქმელი არის, რომ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს თავისუფლება. მიტაცებული სახელმწიფო უნდა გამოვიხსნათ ყველამ, საქართველომ თითოეულმა მოქალაქემ და თავისუფლება მიშას. მიშა უნდა გათავისუფლდეს“,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ.
პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ კი თქვა, რომ კვირის ბოლოს საზოგადოება გაიგებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას – სამოქმედო სტრატეგიას, რომელიც ოპოზიციას გამარჯვებამდე მიიყვანს.
“ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება, თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა..
ეს მოხდება აუცილებლად უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, არ წაადგება საქმეს ხვალ და ზეგ“, – განაცხადა მელიამ.