აზერბაიჯანელი აქტივისტი სტუდენტი განათლების სამინიტროსადმი მიმართვის გამო 15 დღე-ღამით დააპატიმრეს
სტუდენტებისა და აქტივისტების ჯგუფი 1 ივნისს აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს შენობასთან მივიდა მოთხოვნით, რომ კარანტინის გამო გამოტოვებული სემესტრის გადასახადი და საზაფხულო გამოცდა გაუქმებულიყო. საბოლოოდ ერთ-ერთი მათგანი 15 დღე-ღამით დააპატიმრეს. კიდევ რამდენიმე ადამიანი 100-200 მანათით [დაახლოებით $58-118] არის დაჯარიმებული.
- ონლაინ-სწავლება – ჩავარდნა თუ გარღვევა? როგორ მოერგო ქართული სკოლა ახალ რეალობას
- „აზერბაიჯანში ცხოვრება ჩემი უფლებაა“. ყოფილი პატიმარი აფგან მუხთარლი JAMnews-ს საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბრა
მარტის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიისა დაკარანტინის შემოღების გამო, აზერბაიჯანის ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა. მაგრამ, ვინაიდან ქვეყანაში ონლაინ განათლების სისტემა მოუგვარებელია, მეცადინეობა ნაწილობრივ, როგორღაც მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა ამ სემსეტრის საფასური უნდა გადაიხადონ, და საზაფხულო გამოცდა ჩააბარონ.
სამინისტროსადმი მიმართვის გადაწყვეტილება სტუდენტურმა ორგანიზაციამ „Tələbə tələbi“ („სტუდენტების მოთხოვნა“) მიიღო. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი რუსტამ ისმაილბეილი მიღებაზე ჩაეწერა, და დანიშნულ დროს ამ ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად სამინისტროსთან მივიდა. მათთან ერთად იქ კიდევ მივიდა რამდენიმე სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტი, მათ შორის – ყოფილი პოლიტპატიმარი გიას იბრაგიმოვი, რომელსაც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სწავლის გაგრძელების უფლება არ მისცეს.
სამი სტუდენტი შეიყვანეს განათლების მუზეუმის შენობაში, რომელიც სამინისტროსთან არსებულია. სამინისტროს პრეს-სამსახურმა Facebook-ზე განაცხადა, რომ ჩინოვნიკები მათ ესაუბრნენ, განიხილეს ის პრობლემები, რაც მათ აღელვებდათ და გაუშვეს.
მალე კი გაირკვა, რომ რუსტამ ისმაილბეილი საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის 15 დღე-ღამით დაპატიმრებულია, მისი რამდენიმე მეგობარი კი – დაჯარიმრებული. ამ ჯარიმების გადასახდელად სტუდენტებმა სოციალური ქსელებში კამპანია გამართეს, და ყველა მსურველს თითო მანათის [$0.58] დადება შესთავაზეს.
სოციალურ ქსელებში ამ დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი აღშფოთებულია, ხელისუფლებას არცხვენენ და ამბობენ, რომ აქტიური ახალგაზრდობის დაპატიმრების გზით ისინი თავიანთ თავს მტრების თაობას უზრდიან.