რამდენად სწრაფად აწყობთ რუბიკის კუბს? ჩვენი ექსპრესგამოკითხვის შედეგების მიხედვით, ორმოცდაათი ადამიანიდან მხოლოდ სამს შეუძლია რუბიკის კუბის აწყობა ათ წუთში. ათი ადამიანი ამ ამოცანას ერთ დღეში ასრულებს; აბსოლუტური უმრავლესობა კი აღიარებს, რომ კუბის აწყობა საინტერესო საქმიანობად არ მიაჩნია. მათი პირველი შეხვედრა რუბიკის კუბთან უშედეგოდ დასრულდა – სათამაშო აქეთ-იქით ატრიალეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს და ამ საქმეზე ხელი ჩაიქნიეს.
სხვათა შორის, რუბიკის კუბის აწყობა (იგივე სპიდკუბინგი) სპორტის სახეობაა. სპიდკუბინგი რუბიკის კუბის სწრაფად აწყობას გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს დისციპლინა ბაქოში ზომიერი პოპულარობით სარგებლობს.
ტურნირი “ბაქოური შემოდგომა-2016” სპიდკუბერების რიგით მეხუთე შეჯიბრებაა. ეს ტურნირი 2012 წლიდან იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზობას ბევრი მაყურებელი არ დასწრებია, მონაწილეებმა ფანტასტიკური აზარტი გამოავლინეს. ტურნირი რამდენიმე საათს გაგრძელა. საუკეთესო შედეგებია – ორი ხელით აწყობა 10 წამში და ერთი ხელით აწყობა 22 წამში. ორივე რეკორდი ჯავიდ ნაბიზადეს ეკუთვნის.