საქართველოში ერთი კვირით სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. მაღაზიებთან დიდი საცობები და რიგებია
დღეიდან, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოში სავაჭრო ცენტრები და ობიექტები გაიხსნა.
მთავრობის მიერ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ სავაჭრო ობიექტებს ეხება, კაფეები და რესტორნები კვლავ დაკეტილი რჩება.
შეცვლილია სავაჭრო მოლების და მაღაზიების მუშაობის გრაფიკი – ისინი 07:00-დან საღამოს 19:00-მდე იმუშავებენ.
შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერს დააწესა ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.
______________________________
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
_______________________________
ასევე შეცვლილია მუშაობის წესებიც – ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი მომხმარებელი უნდა იყო, არ იმუშავებს გასახდელები.
_________________________
● კოკრეტულად რა იცვლება 24 დეკემბრიდან – დეტალური ინფორმაცია
_________________________
თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებთან დღეს დილის ექვსი საათიდან ხალხმრავლობა იყო.
ადამიანები ცდილობდნენ გახსნამდე მისულიყვნენ მაღაზიებთან, რომ რიგის დაკავება მოესწროთ.
სავაჭრო ცენტრების მისადგომებთან შეიქმნა გრძელი საცობები.
სავაჭრო ცენტრებთან შექმნილი მდგომარეობა ფეისბუკ-სტატუსების მთავარი თემა გახდა – ზოგიერთები ხალხს ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ მათ მაღაზიებს მიაშურეს საშოპინგოდ;
სხვები ამ ქაოსში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავდნენ – მათი აზრით, საცობების მაპროვოცირებელი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, მხოლოდ რამდენიმე დღით გაიხსნას მაღაზიები.
უმეტესობა ხუმრობის ხასიათზე დადგა: