საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
გარდაცვლილი 71 წლის ქალია. ის მარნეულიდან იყო.
2 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა 582 დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 207 გამოჯანმრთელდა და 8 გარდაიცვალა.
გარდაცვლილს covid-19-თან ერთად ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებები, მათ შორის: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე და გადატანილი ჰქონდა ინფარქტი.
- ორი გვამი, გირგვლიანის საქმე, ციხის კადრები – რას ამბობს ხმაურიან საქმეებზე ვანო მერაბიშვილი
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
მას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ.
ეს covid-19-ით გარდაცვალების მე-8 შემთხვევაა საქართველოში.