საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა ასი ათასს გადააჭარბა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა და საერთო მაჩვენებელი უკვე ასი ათასზე მეტი, 100684-ია.
გარდაიცვალა 33 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 927-ია.
სულ საქართველოში დადასტურებულია 100684 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 927
გამოჯანმრთელებული – 81783
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 17 948
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
თბილისი – 1 247
აჭარა – 742
იმერეთი – 609
ქვემო ქართლი – 214
შიდა ქართლი – 197
გურია – 157
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 319
კახეთი – 150
მცხეთა-მთიანეთი – 96
სამცხე-ჯავახეთი – 63
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30