საქართველოს ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 3.9%-ით შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ჯამში 5.1%-ით არის შემცირებული.
ახალი მასშტაბური შეზღუდვებისა და ე.წ. წერტილოვანი ლოქდაუნის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
მკაცრი რეგულაციების დაწესებამდე, ხელისუფლება ეკონომიკის 5%-იან კლებას ვარაუდობდა, თუმცა, ახალი შეზღუდვების ფონზე ეს ციფრი, სავარაუდოდ, შეიცვლება.
● შრომის ინსპექციამ ორ დღეში ორი ათასზე მეტ ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
● რა შეღავათები დაუწესდება ბიზნესს და რა დახმარებას მიიღებენ ოჯახები
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი შეზღუდვების ეკონომიკური ფასი მშპ-ს 0.7% – 0.8%-ს შეადგენს.
მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შემდეგნაირად გამოიყურება:
- იანვარი – 5.1% ზრდა;
- თებერვალი – 2.2% ზრდა;
- მარტი – 2.7% კლება;
- აპრილი – 13.5% კლება;
- მაისი – 16.6% კლება;
- ივნისი – 7.7% კლება;
- ივლისი – 5.5% კლება;
- აგვისტო – 5.3% კლება;
- სექტემბერი – 0.7% კლება;
- ოქტომბერი – 3.9% კლება.