რუსეთმა აფხაზეთში ახალი ელჩი დანიშნა
რუსეთის ახალი ელჩი აფხაზეთში, მიხეილ შურგალინი იქნება. ამ პოზიციამდე იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ დეპარტამენტში მუაშობდა, რომელიც აფხაზეთის საკითხებითაც იყო დაკავებული.

ელჩად დანიშვნამდე შურგალინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
შურგალინი რუსეთის მესამე ელჩია აფხაზეთში. მანამდე ეს თანამდებობა ალექსეი დვინიანინს ეკავა. დვინიანი ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან მარტში გაათავისუფლა.
ამავდროულად, დვინიანინმა ფაქტობრივად დაასრულა სამუშაო და 2021 წლის დეკემბერში მოსკოვში დაბრუნდა.
კომენტარი

ინალ ხაშიგი, რედაქტორი JAMnews / «Чегемская правда»
„აფხაზეთის ელჩად მიხეილ შურგალინის დანიშვნა, არ უნდა უკავშირდებოდეს სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის ბოლო განცხადებებით გამოწვეულ სკანდალს.
24 მაისს, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სთავაზობდა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე არსებული ერთადერთი სასაზღვრო გადასასვლელის, ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმებას, „იგივენაირად, როგორც ეს ბელორუსიაში გაკეთდა“.
გარდა ამისა, კალაშნიკოვმა აფხაზეთის პარლამენტის მიერ აპრილში მიღებულ კანონში დეპუტატის არჩევის შესახებ ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად, დეპუტატი აფხაზურ და რუსულ ენებს უნდა ფლობდეს. კალაშნიკოვმა ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ენის არაპირდაპირ საფრთხედ მიიჩნია.
რუსი დეპუტატის ორივე განცხადება აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში უკიდურესად მტკივნეულად მიიღეს.
ახლა ახალ ელჩს მოუწევს უშუალოდ გადაჭრას ეს სიტუაციაც და სხვა „გაუგებრობის“ შემთხვევებიც სოხუმს და მოსკოვს შორის, რაც, სავარაუდოდ, წარმოიქმნება რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული გეგმის კონტექსტში რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ.
მიხეილ დვინიანინმა, შურგალინის წინამორბედმა, როგორც ელჩმა, აშკარად ვერ გაართვა თავი ამ ამოცანას და ამიტომ კრემლმა ვადაზე ადრე გაიწვია”.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო