რუსეთიდან საქართველოში სექტემბერში 222 274 ადამიანი შემოვიდა
რუსეთიდან საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში წელს რუსეთიდან 511 პროცენტით მეტი პირი შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არაა მითითებული, თუ რამდენმა დატოვა საქართველო.

● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გახდა, როდესაც ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. „დაკეტე საზღვარი” – ასე ერქვა ერთ-ერთ ბოლო აქციას, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას. მმართველი გუნდის თავმჯდომარე “ირაციონალურს” უწოდებს ამ ნაბიჯს.