საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.75 მილიონი აბონენტი იყენებს
რამდენი ინტერნეტ-მომხმარებელია საქართველოში
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტით ქვეყანაში 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიონით მეტია.
ანგარიში 2021 წელს მოიცავს და ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტი, 1.35 მლნ – მობილური ინტერნეტის აბონენტი “სილქნეტს” ჰყავდა, 1.34 მლნ – “მაგთიკომს”, ხოლო 1.06 მლნ აბონენტი “ბილაინს”.
- როგორ ეხმარება Facebook-ი პუტინს და სხვა ავტორიტარ ლიდერებს საინფორმაციო ომში
- “ტელეგრამი” პრეზიდენტისთვის – ყველაზე დიდი ციფრული მიგრაცია კაცობრიობის ისტორიაში
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება: 2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე მობილური ინტერნეტ მომხმარებლების წლიური ზრდა საშუალოდ 9.5 პროცენტი იყო, ხოლო წინა წელთან შედარებით – 15 პროცენტი.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2021 წელს მობილური ინტერნეტ-ტრაფიკი ასევე რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით მეტი – 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს.
“ეს განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით.” – აცხადებენ კომისიაში.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) გლობალური ანგარიშით ირკვევა, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ინტერნეტმომხმარებლიდან ერთი ბავშვია და ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან მოზარდებს ვერც ოჯახი და ვერც სახელმწიფო სათანადოდ ვერ იცავს.
• 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ის ასაკობრივი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ინტერნეტით.
• ამ ასაკობრივი ჯგუფის 71 პროცენტი ინტერნეტმომხმარებელია, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ეს ციფრი 48 პროცენტია.
• ამასთან, მსოფლიო ახალგაზრდების 29 პროცენტს დაახლოებით 346 მილიონ ახალგაზრდას ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე.
რამდენი ინტერნეტ-მომხმარებელია საქართველოში