ქართველი ლევიათანი
მცურავი გიგანტური ხის კადრებმა მთლიანად მოიცვა სოციალური ქსელი.
ეს არ არის ფოტომონტაჟი, ეს რეალური კადრებია, სადაც ჩანს, თუ როგორ გადააქვთ ასწლოვანი ტიტას ხე ციხისძირის ბოტანიკური ბაღიდან სოფელ შეკვეთილში, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ მიწაზე.
ფოტო: ‘ბათუმელები’
ფესვებიანად ამოთხრილი გიგანტური ხე სპეციალურად მისთვის დამზადებულ ბარჟაზე დაამაგრეს. ამისთვის ციხისძირში საგანგებოდ ააგეს დროებითი ნავმისადგომი. ხემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიწამდე რამდენიმე კილომეტრი ‘იცურა’.
ეს არ არის გიგანტური ხეების გადაადგილების პირველი შემთხვევა. აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების ცხარე პროტესტის მიუხედავად, ციხისძირიდან რამდენიმე უნიკალური ხე უკვე გადატანილია.
თავად ივანიშვილი კი, რომელიც მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან 3 წლის წინათ წავიდა, მაგრამ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად რჩება, არ უარყოფს, რომ მცურავი ხეებს ‘გეზი მის საკუთრებაში არსებული პარკისკენ აქვთ აღებული’. მას მხოლოდ აქტივისტების პროტესტი აოცებს.
„ ძალიან მიყვარს დიდი ხეები. ეს ჩემი ჰობია. გიგანტური ხეები ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა“, _ აცხადებს ივანიშვილი და უკვირს, „რა არიას ამაში ცუდი“
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთა ვიდეო, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ციხისძირის ბოტანიკურ ბაღში გადაღებული კადრების გვერდით მიდის ფრაგმენტები თეო ანგელოპოლუსის ფილმიდან „ პეიზაჟი ნისლში“.
ეს ქართველი Facebooc მომხმარებლის ვიდეოა
ეს კი ფრაგმენტი ანგელოპულოსის ფილმიდან. იპოვეთ განსხვავება
გამოქვეყნებულია:24.03.2016