პირველად "ოსკარების" ისტორიაში საუკეთესო ფილმი უცხოურია
სამხრეთკორეული ფილმი „პარაზიტები“ პრემია „ოსკარის“ ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი უცხოური ფილმი, რომელმაც „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. დეტალები CNN-ის მასალაში.
გამარჯვებულები
საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ხოაკინ ფენიქსი დასახელდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ჯოკერი“.
საუკეთესო მსახიობი ქალი – რენე ზელვეგერი ფილმში „ჯუდი“.
თავისი ნანატრი „ოსკარი“ მიიღო ბრედ პიტმა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, კვენტინ ტარანტინოს ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“.
„პარაზიტებმა“ კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – „საუკეთესო რეჟისორი“ (ბონგ ჯუნ ჰო) და „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.
ტრიუმფატორი
რამდენიმე ნომინაციაში მოპოვებული „ოსკარი“, ფილმ „პარაზიტების“ საერთაშორისო კინოფესტივალებზე ტრიუმფალური სვლის აპოთეოზი გახდა. ეს მეოთხე გამარჯვებაა, პირველი კი ლეგენდარულ კანის კინოფესტივალზე მოიპოვა.
სურათი ცდილობს უპასუხოს კითხვას – რაშია „პარაზიტების“ წარმატების საიდუმლო?
ეს სატირული კომედია გვიყვება ორი სამხრეთკორეული ოჯახის ურთიერთობაზე, რომლებიც კორეული „ეკონომიკური სასწაულის“ ორ საპირისპირო პოლუსში ცხოვრობს. სიუჟეტის ცენტრში – ორმხრივი შიშია, რომელსაც ერთმანეთისადმი მდიდრები და ღარიბები განიცდიან.
კინოკრიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, „პარაზიტების“ წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ ფილმი შეეხო მთავარ თემას, რომელიც ადამიანებს მთელ მსოფლიოში აწუხებთ – მზარდ უთანასწორობას.
„ოსკარების“ ცერემონია აშშ-ში, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის ფონზე გაიმართა. ბევრმა უკვე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ „პარაზიტების“ გამარჯვება და რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსების პოპულარობის ზრდა – ერთი ბუნების გამოვლინებაა.