რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავიდან სამი ახალგაზრდა გაიტაცეს. სამივე მათგანი ადგილობრივი მცხოვრებია. ახლობლების ინფორმაციით, გატაცებულები ჯართს აგროვებდნენ, რა დროსაც მათ თავს შეიარაღებული რუსი ოკუპანტები დაესხნენ.
მუჟავა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ესაზღვრება.
გატაცებული ახალგაზრდების ბედი ამ დრომდე უცნობია.
მათი ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ისინი ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.