რუსმა სამხედროებმა სოფელ მუჟავიდან სამი ადამიანი გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავიდან სამი ახალგაზრდა გაიტაცეს. სამივე მათგანი ადგილობრივი მცხოვრებია. ახლობლების ინფორმაციით, გატაცებულები ჯართს აგროვებდნენ, რა დროსაც მათ თავს შეიარაღებული რუსი ოკუპანტები დაესხნენ.
მუჟავა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ესაზღვრება.
გატაცებული ახალგაზრდების ბედი ამ დრომდე უცნობია.
მათი ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ისინი ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.
- გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მკვლელი ისევ დაუსჯელია
- საქართველოს პარლამენტმა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. რას ნიშნავს ეს და როგორ იმუშავებს?
გატაცებულთა ოჯახებს ამ დრომდე ოკუპირებული რეგიონიდან არავინ დაკავშირებია.
უცნობია როდის ჩატარდება დეფაქტო სასამართლო პროცესიც.
ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდება.