დღეს საღამოს ნასიმის რაიონულმა სასამართლომ მოულოდნელად პარტია ReAl-ის აღმასრულებელი მდივანი, ნატიკ ჯაფარლი გაათავისუფლა.
ნატიკ ჯაფარლი 12 აგვისტოს დააპატიმრეს და ბრალად უკანონო მეწარმეობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება დასდეს. სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით მას ოთხთვაინი პატიმრობა მიუსაჯა.
ნატიკ ჯაფარლი ცნობილია, როგორც ეკონომიკის ექსპერტი. იგი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია. მისმა ანალიტიკურმა ესეებმა იგი დამოუკიდებელი მედიის “საყვარელ კომენტატორად” აქცია.
ნატიკ ჯაფარლიმ საპატიმროში ზუსტად 29 დღე გაატარა. იგი აღნიშნავს, რომ მისი გათავისუფლება ისევე მოულოდნელი იყო, როგორც მისი დაპატიმრება. “მეგონა, ციხეში რამდენიმე წელიწადს გავატარებდი. მე მზად ვიყავი ამისთვის.” იგი სიცილით აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის მთავარი მიღწევა მის კამერაში შემთხვევით შემოფრენილი რამდენიმე პეპლის გათავისუფლებაა.
ჯაფარლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ იგი აპირებს, მთლიანად მოიხსნას ის ბრალი, რომელიც წაუყენეს და ამისათვის, თუკი საჭირო გახდა, ევროპის სასამართლოსაც მიმართავს.