მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული დიქტატორის 8 ისტორიული ფოტო
კვირის ყველაზე მთავარ საერთაშორისო სიახლედ მსოფლიოს ყველაზე ხნიერი დიქტატორის, ზიმბაბვეს პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს გადადგომა იქცა.
საერთაშორისო საზოგადოება 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა თანამდებობიდან მის გადაყენებას. საბოლოოდ, ის მას შემდეგ გადადგა, რაც საკუთარი ქვეყნის ჯარმა ულტიმატუმი წაუყენა.
37 წლის განმავლობაში მუგაბემ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია – და რამდენიმე ასეული მილიონის პირადი ქონება დააგროვა. მუგაბეს რეჟიმის მიმართ საერთაშორისო სანქციები 1990-იანი წლების შუიდან მოქმედებს.
ზიმბაბვეს დედაქალაქის ხარარის ქუჩებში დიქტატორის გადადგომას ათასობით ადამიანი ზეიმობს.