მესტიაში აღმოაჩინეს ადგილი, სადაც კრიპტოვალუტის საწარმოებლად დენს იტაცებდნენ
მესტიის ცენტრში, სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ აღმოაჩინა კრიპტოვალუტის მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც, სავარაუდოდ, 4-5 სოფლის სამყოფ ელექტორენერგიას მოიხმარდნენ.
“შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას”, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში”
კომპანიის განმარტებით, მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება და ამის მიზეზი სწორედ იქ გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტებია.
___________________________
● კრიპტოვალუტის ბუმი – ფული “ჰაერიდან” თუ მომავლის ტექნოლოგია?
● აფხაზეთი მაინინგთან ბრძოლას აგრძელებს
______________________________
“ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი, რაც ხშირად ხდება ავარიის მიზეზი.”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების დროულად აღმოჩენის საშუალება.
სწორედ ამიტომ, კომპანია სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების გამოაშკარავების მიზნით მუშაობა.