81-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ 27 მარტის დილის 10:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული.
მათ შორის 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.
მძიმე რჩება ექვსი პაციენტის მდგომარეობა. მათ შორის ორი ხანდაზმულია.
ინფიცირებულთა შორის არის 10 ბავშვი და ერთი ორსული ქალი.
ბავშვების შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიდის და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ექიმები ამბობენ, რომ ორსული ქალის შემთხვევაშიც მძიმე გართულებები არ უნდა იყოს.
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერესა და ბათუმში მკურნალობენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ასევე საკარანტონო სივრცეებიც.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
________________________
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.