ხანძარი კალიფორნიის ტყეებში: დაღუპულია 17 ადამიანი
ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ასობით მეხანძრე ებრძვის ცეცხლს, რომელიც ათასობით ადამიანს ისევ უქმნის სფრთხეს.
ცეცხლის კერების უმეტესობა კვირას, ძლიერი ქარისა და მშრალი ამინდის ნიადაგზე წარმოიშვა. იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზის მიხედვით, ნალექი ისევ არ არის მოსალოდნელი, ხოლო ოთხშაბათს ქარის სისწრაფე საათში 70 კმ-ს მიაღწევს, მეხანძრეების ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, – იუწყება CNN.
სამშაბთი საღამოს მონაცემებით, 20 000-მა ადამიანმა მიიღო ევაკუაციის ბრძანება. დანარჩენებს კი ხელისუფლებამ შესთავაზა, რომ სასწრაფო ევაკუაციის შემთხვევისთვის, თავი მოუყარონ ყველაფერ აუცილებელ ნივთს, მათ შორის – საბუთებსა და წამლებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა თვის ბრძანებულებაში ჩრდილოეთი კალიფორნიის ტერიტორია დიდი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა და შტატს ფინანსური დახმარება გამოუყო.