კახეთში დრონების ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ოქტომბერს დაადასტურა.
„შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება სსკ-ის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა ვიზუალური მასალები, რომლებზეც ასახულია კახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების მსგავსება ისრაელის წარმოების უპილოტო საფრენ აპარატთან Harop, რომელიც რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებაზეა.