კაპუჩინო წიწაკით
ნატალია გოლუმბი, კულინარიული წიგნის «Mətbəx* Couture»–ის ავტორი ბაქოს ცენტრში მდებარე კაფე Buffetique–ის მფლობელიცაა.
Buffetique — ღირსეულ კონკურენციას უწევს ისეთ ცნობილ ქსელებს, როგორიცაა Entree, ან Gloria Jeans; და თან ეს უბრალოდ ‘კიდევ ერთი ყავახანა’ არ არის. საქმე ისაა, რომ აქ მართლაც ‘საოჯახო’ ბიზნესის სუნი ტრიალებს. ინტერიერი უნიკალური დეტალებითაა გაფორმებული _ ათობით ერთნაირი,უნიფიცირებული ყავახანებისგან განსხვავებით. აქაური მენიუც, მუდმივად უცვლელი რაღაც ჩამონათვალის ნაცვლად, ცოცხალია და შემოქმედებითი. Buffetique-ის ოფიციანტები სტუმართმოყვარე მასპინძლებივით უფრო იქცევიან, ვიდრე დაქირავებული თანამშრომლებივით. მათ შეგიძლიათ უთხრათ, რომ გაიყინეთ ან მოწყენილი ხართ და რაიმე ახლის გასინჯვა გსურთ, და ისინი აუცილებლად შეგირჩევენ რაიმე თქვენი განწყობის შესაბამისს _ მაგალითად, წიწაკიან კაპუჩინოს.
Buffetique-ის მთავარი ღირსება ისაა, რომ ‘ფასტფუდი’ აქ აუცილებლად კუჭისთვის მავნე არ არის, და ეს ხარისხიანი საჭმელ–სასმელი არც ზედმეტად ძვირია. მეორე,რითაც აქაურობა ასეთი მიმზიდველი გახდა, თავისთავად მოხდა _ ადამიანები აქ ურთიერთობისთვის იკრიბებიან. ყავახანის ხშირმა სტუმრებმა ერთმანეთი გაიცნეს და უკვე რაღაც კლუბის მსგავსიც ჩამოყალიბდა.
ეს ყველაფერი კი _ იმის წყალობით, რომ ბანკის თანამშრომელმა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ნატალია გოლუმბმა გადაწყვიტა, წარმატებული კარიერა მიეტოვებინა და ნულიდან დაეწყო რესტორნის ბიზნესი.
*Mətbəx — სამზარეულო
გამოქვეყნდა 2016 წლის 23 მარტს