მოსაზრება: COVID-19 კაცობრიობის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს
✶ პოსტი გამოქვეყნებულია თენგიზ ჯოპუას FBგვერდზე

COVID-19 კაცობრიობის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. მან აჩვენა, რამდენად დაუცველია ის და რამდენად დამახინჯებულია თანამედროვე საზოგადოების პრიორიტეტები.
ვფიქრობდით, რომ განათლებული, მაღალინტელექტუალური ინდივიდები ვართ, რომელთაც მარსზე რაკეტის გაგზავნა შეგვიძლია. ასევე, შევქმნათ უპილოტო ავტომობილები, რობოტები, ხელოვნური ინტელექტი და ვიცით, თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, ზეგ, ორასი და ათასი წლის შემდეგ.
სინამდვილეში, ჩვენ აღმოვჩნდით თვითკმაყოფილი იდიოტები, რომლებმაც ხელების სწორად დაბანაც კი არ ვიცით.
ვირუსმა პანღურის კვრით ჩამოგვაგდო მწვერვალიდან, სადაც თვითტკბობას, თავის ქებას, სიამაყესა და თვითგაღმერთებას მივცემოდით.
ჩვენ საცოდავი, საოცრად მშიშარა, სულელი ქმნილებები ვართ. უნდა მივიღოთ ეს და ცხოვრება დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით ავაგოთ.
ნამდვილად დავაფასოთ ის, რაც დაუფასებელია და ვისიამოვნოთ ცხოვრების ყოველი დღით ისე, თითქოს ეს ჩვენი ბოლო დღეა.
და ყველაზე მთავარი – ერთმანეთს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ. არაფერი არ ყოფილა ამ პანდემიაში ისეთი დიდებული, როგორც უბრალო ადამიანების ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის მაგალითები.
ეს არის ის, რაც შთამაგონებს და მაიძულებს მჯეროდეს ყველა ჩვენგანის უკეთესი მომავლის.
- ჟურნალისტის დღიური, რომელიც სამ ბავშვთან ერთად იზოლაციაშია. სომხეთი, კორონავირუსი
- თბილისის, ბოლნისი, ბარსელონა, ვაშინგტონი, ქობულეთი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება
