ირაკლი ღარიბაშვილი: ომის შემჩერებელი არავინაა, სანქციები არაა ეფექტური
ღარიბაშვილი უკრაინის შესახებ
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მორიგი ორაზროვანი განცხადებები გააკეთა უკრაინის შესახებ.
პრემიერის თქმით:
● ამ ომის შემჩერებელი არავინაა და სანქციებიც არაეფექტურია;
“და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი.
ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი.”
● ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ;
“დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. მე დღეს მაქვს პატივი, მაგრამ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენ, ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან მხოლოდ და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე.
გია ნოდია: თუ გაჭირვების მომენტში ვინმეს იმედი მაინც გვაქვს, ისევ ამერიკა, ევროპა, დასავლეთია
უკრაინელების დასახმარებლად საქართველოს მთავრობა 1 მლნ ლარს გამოყოფს
● რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი, ყველა უბედურებაში ანგარებას ეძებენ;
“ბოლო დღეებში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს, ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე ითამაშოს, ისინი გამოიყენოს. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური, თუ სხვა ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მიმართ.”
● რას მთხოვენ? რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები?
“ჯამურად ეს რომ მოვთავლოთ, ეს გამოდის 12 მილიარდზე მეტი ამ ბოლო 7-8 წელიწადში. ამიტომ, მე კითხვას ვსვამ, მეგობრებო. როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე და რა თქმა უნდა, მე მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა — ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში. ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება, ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას”