ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ - 638
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 317 გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ყველა მათგანი თეთრიწყაროს საავადმყოფოს კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებულების ოჯახის წევრები არიან.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
- საქართველო: პანდემია, როგორც რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების შანსი
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.