ერთნაირი საფლავები 160 დოლარად
ერთნაირი ზომის ერთნაირი საფლავის ქვებს ერთნაირ ფასი აქვს – 300 მანათი ($160), რაც ორ საშუალო ხელფასს წარმოადგენს. კანონპროექტი “სასაფლაოს შესახებ”, რომელიც მიცვალებულების დაკრძალვის წესებსა და ადგილს განსაზღვრავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნა. ამის შესახებ პრესას პარლამენტის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური სტრუქტურების კომიტეტის თავმჯდომარემ, სიავუშ ნოვრუზოვმა განუცხადა.
ახალი სასაფლაოები საცხოვრებელი ზონიდან მოშორებით მოეწყობა და წყალსატევებიდან, სულ ცოტა, 300 მეტრით იქნება დაშორებული. პროექტის ავტორების გათვლით, ამ სიახლის წყალობით, უბრალო მოქალაქეს აღარ დასჭირდება ვალების აღება იმისთვის, რათა მიცვალებულის საფლავი ნორმალური ქვით შეამკოს.
ამჟამად, სასაფლაოს ადგილისა და საფლავის ქვა ათასი დოლარი, ან კიდევ უფრო მეტიც შეიძლება დაჯდეს. ფასი დამოკიდებულია ქვის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა საფლავი ქალაქის ცენტრთან.