კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ოქტომბრის შემდეგ
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 824 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 13 ოქტომბრის შემდეგ.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მცირეა ტესტების რაოდენობაც – სულ 4811 ტესტი (მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით), რაც, ასევე, ბოლო ორთვენახევრის ანტირეკორდია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
● სულ საქართველოში დადასტურებულია 209 462 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 2 140
● გამოჯანმრთელებული – 184 668
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 22 628
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
თბილისი – 333
იმერეთი – 111
შიდა ქართლი – 78
აჭარა – 84
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 41
კახეთი – 35
ქვემო ქართლი – 67
სამცხე-ჯავახეთი – 17
მცხეთა-მთიანეთი – 35
გურია – 23
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0
_________________________
სულ 6 ოქტომბრიდან – 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 741 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი.